
ნაწლავური ინფექციები, საკვების ინტოქსიკაცია და მწერების ნაკბენით გადამდები დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევებია ზაფხულში. მათ როგორც წესი ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფა და მალფუჭებადი საკვები პროდუქტების არასწორი შენახვა/მოხმარება იწვევს.
ტემპერატურის მკვეთრი მომატება ზაფხულში ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციებს კიდევ უფრო მეტად ააქტიურებს.
ამ თემის ირგვლივ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა:
„ინფექციები ყველა სეზონზე არის და იქნება, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს ჩვენთვის.
ამისთვის აუცილებელია სწორი ინფორმაცია, ცოდნა რომელი ინფექციაა საშიში და როგორ ავიცილოთ თავიდან.
როგორც წესი, ალერგიულ დაავადებებს არ ახლავს ტემპერატურული რეაქცია, ან შეიძლება იყოს ერთჯერადი და დაბალი.
ვირუსის დროს ბანაობა აუცილებელია, კანი სუფთავდება ბაქტერიებისგან…“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
ასევე დაგაინტერესებთ: