Digest Logo

„ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე ბიძა მოინახულა, შეხვედრა ძალიან ემოციური იყო“ - რას წერს ანა ჯაბაური

1748966520
ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის, 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი სა­ზღვარ­გა­რეთ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამჯერად იგი საქართველოში, საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციის კურსს.

გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. 

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნეს ერთ-ერთ ძმის შვილზე წერს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნით იმყოფებოდა:

„არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო. შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა.
ბოლო წლებია გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს, დოქტურანტურაში სწავლობს, სადისერტაციო ნაშრომს ამზადებს ფილოსოფიასა და ისტორიაში. არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორია უკვე. ჯერ მარტო მის მიერ გერმანულ ენაზე დიდი ბაბუის ,,დიონისოს ღიმილის” საუცხოო თარგმანი რად ღირს…

ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მუსიკოსი და,უბრალოდ, კარგი ადამიანი - ზრდილი, თბილი, ტკბილი. ნამდვილი ინტელიგენტი, ძლიერი ქართული ფესვებითა და ევროპული დახვეწილობით - ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია უმცროსი.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდ წინაპართა გენი შთამომავლობაზე ნამდვილად არ ისვენებს.

პ.ს. საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე ბიძა მოინახულა, რაღა თქმა უნდა. შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, ძმისშვილები ცოტნეს ფავორიტი ვიზიტორები არიან“, - წერს ანა ჯაბაური.

 ასევე დაგაინტერესებთ:

მოულოდნელი სიურპრიზისა და სურვილების ასრულების ეტაპი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოეს თვეებში ფინანსური იღბალი ელის

„ამერიკაში ჩემი ბავშვის დედას არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია...“ - გიორგი ნაზღაიძე შვილისთვის ბრძოლას აგრძელებს

„რაც კარიერულ სწრაფ განვითარებაში მიშლის ხელს არის მცირეწლოვანი შვილები, ჩემი არჩევანია და პრიორიტეტული ჩემი ოჯახია“ - რას ჰყვება ნუკა კვალიაშვილი