Digest Logo

🎥 ვის მიმართ აქვს თქვენს შვილს ყველაზე დიდი ნდობა და რა უნდა ვიცოდეთ მიჯაჭვულობაზე - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

1743142724
 ნანა გოგიჩაშვილი

მიჯაჭვულობა არის ძლიერი ემოციური უნარი, რაც ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება და აჩენს ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის სურვილს, ასევე ბავშვში უსაფრთხოების განცდას ბადებს. 

პირველი მიჯაჭვულობა შვილს მშობლებთან აქვს. უამრავ კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც სანდო მიჯაჭვულობა აქვთ ნაკლებად აგრესიულები არიან. ასეთ ადამიანებს აქვთ მაღალი თვითშეფასება და იზრდებიან პოზიტიურად. 

როგორ დავაბალანსოთ მიჯაჭვულობა შვილებთან აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ნანა გოგიჩაშვილმა ისაუბრა.

„მიჯაჭვულობა არის ხანგრძლივი ფსიქოემოციური ურთიერთობის სურვილი, იმ ადამიანთან, ვისგანაც მზრუნველობას და კომფორტს გრძნობს ბავშვი.

ეს თანდაყოლილი, ბიოლოგიური მოთხოვნილებაა. 

როგორც კი მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვის ქცევა ძიძასთან დესტრუქციულ სახეს იღებს, ძიძის გარდა არავის ეკარება, არც დედას, არც მამას, აქ აქცენტი უნდა გააკეთოს მიჯაჭვულობაზე“, - ამბობს ნანა გოგიჩაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რომელი დღეები იქნება აპრილში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ - თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში