„ერთი გასაღები, რომელიც დღეს ფინანსური დეფიციტის „დახურვაში“ დაგეხმარებათ“ - აღნიშნულ თემაზე ვრცელ პოსტს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს და 31 ივლისს შესასრულებელ რიტუალს გვიზიარებს:
„✨ გასაღები მხოლოდ კარს კი არ აღებს , ის სიმბოლურად ძველი ეტაპის დასრულებასა და ახალი შესაძლებლობების გახსნასაც უკავშირდება. დღეს სცადეთ ეს მარტივი პრაქტიკა თქვენი სახლის გასაღებით. ⚡️ რა უნდა გააკეთოთ.
⚡️ 31 ივლისს - შუადღეს ან ვახშმის დროს აიღეთ სახლის გასაღები მარჯვენა ხელში. დაიჭირეთ 30–40 წამის განმავლობაში, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ ქრება ფინანსური დაძაბულობა, ხოლო თქვენს წინაშე იხსნება გზა ახალი შემოსავლისა და კეთილდღეობისკენ. შემდეგ გულში ან ხმამაღლა წარმოთქვით:
✨ „ვხურავ სიღარიბის, ვალებისა და ფინანსური დაბრკოლებების კარს. ვხსნი გზას ფულის, კეთილდღეობისა და ახალი შესაძლებლობებისკენ“.
ამის შემდეგ გასაღები თავის ჩვეულ ადგილზე დააბრუნეთ და აუცილებლად გადადგით ერთი რეალური ფინანსური ნაბიჯი“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ქობულეთში ზღვაში 50 წლამდე კაცი დაიხრჩო