Digest Logo

🎥 ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი - ნიშნები და სპეციალისტის რეკომენდაციები

1720768368
გრიგოლ გელდიაშვილი

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომთა ერთობლიობაა. ასეთი დიაგნოზი ზრდასრულებშიც ვლინდება და ბავშვებშიც.

აღნიშნულ თემაზე გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ქცევის ანალიტიკოსმა, ნეირო განვითარების ქცევითი თერაპიის სერვისის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გელდიაშვილმა ისაუბრა.

„გულისხმობს მოჭარბებული ენერგიის არა მიზანმიმართულად დახარჯვას. ხშირ შემთხვევაში ამას უკვე სასკოლო პერიოდში ამჩნევენ. როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში, არ ჯდება მერხთან, მოუსვენარია. ყურადღების დეფიციტის დროს ბავშვს არ შეუძლია ერთ კონკრეტულ დავალებაზე გაჩერდეს. სულ ცდილობს რაღაცა შეცვალოს.

სანამ თერაპიაზე მოიყვანენ, ხოლმე ბავშვს ვუნიშნავ ფიზიკურ თერაპიას, რადგან ამ ფიზიკური თერაპიით ხდება მოჭარბებული ენერგიის დახარჯვა. შემდეგ უკეთ ართმევენ მეცადინეობას თავს“, - აღნიშნა გრიგოლ გელდიაშვილმა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სამყარო გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში...მოვლენები ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 „მუდმივად შეყვარებული ვარ, ეს მახალისებს და მაბედნიერებს“ - ნანა შელია ასაკზე და ჩაცმის სტილზე