ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში 12 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე სიყვარულის ენერგიებით შეივსება.
♈ ვერძი
უნდა დააკვირდეთ მარტივ დეტალებს. დეტალებში იმალება ხოლმე გასაღებები, შესაბამისად სამყაროსგან გექნებათ გზავნილები, რომლებიც გჭირდებათ. ნუ დაგეზარებათ და ნუ შეგეშინდებათ. ეცადეთ საკუთარი ენერგია მწყობრში მოიყვანოთ. მოგზაურობა დაგეგმოთ.
♉ კურო
ეცადეთ დღეს ივარჯიშოთ, რაიმე აქტივობა დაგეგმოთ. არაფრით არ შეიძლება მდარე ცხოვრების რიტმი, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დატვირთულები. შესაბამისად წარმატება უფრო შესამჩნევი იქნება თქვენთვის.
♊ ტყუპები
შესაძლოა ყველაფერი ისე არ წავიდეს დღეს, როგორც გეგმავდით. ასევე თქვენთვის დღეს მეტად გადატვირთული იქნება დღის ენერგია ვიდრე აქამდე. ეცადეთ დღეს დაისვენოთ და იყოთ მშვიდად. საკუთარ თავს მოუფრთხილდით, რადგან დღის მეორე ნახევარში ენერგიები დაგჭირდებათ. ასე ბევრად გახალისდებით.
♋ კირჩხიბი
დღეს შესაძლოა გარკვეული მოვალეობები დაგეკისროთ.თუმცა ყველა დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდებით და საკუთარ თავთანაც გამარჯვებული დარჩებით.
♌ ლომი
ეცადეთ დღეს ენერგიულები და ინიციატივით სავსე იყოთ. არ დანებდეთ, შინაგანი ენერგია აფრქვიეთ და სამყარო მოიყვანეთ თქვენს ენერგეტიკულ რითმში. მოგზაურობისთვის მშვენიერი დროა.
♍ ქალწული
მნიშვნელოვანია მივაღწიოთ და არ დავკარგოთ იმ მიზნებს, რომელიც აქამდე გქონდათ. დღეს გარკვეული განცდები და ემოციები არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რაღაცები ბოლომდე მიიყვანოთ და შეძლოთ. საკუთარ თავს დღეს უნდა აიძულოთ, შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.
♎ სასწორი
დღეს თქვენი ენერგია წარმატების მომტანია. კარგად ხართ, დაბალანსდა და მოწესრიგდა თქვენი ენერგეტიკული ველი. ენერგიების შესავსებად საჭიროა ფიზიკური აქტივობა, ცურვა ვარჯიში ლოცვა და მედიტაცია.
♏ მორიელი
ენდეთ თქვენს ინტუიციას. სწორი გზავნილები მოდის, გადაწყვეტილებები შესაძლოა შეიცვალოთ, რადგან თქვენი ემოციები და განცდები სხვა რამეს გკარნახობთ. დღეს სამყარო გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ყველაფერს რასაც თქვენი ინტუიციით გააკეთებთ, სასიკეთო იქნება.
♐ მშვილდოსანი
სწორი ურთიერთქმედების დროა. თქვენი ფანტაზიები, გამოცდილებები, განცდები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გარშემომყოფებზე. ეცადეთ, რომ ისინი სიტყვებით გაახალისოთ და გადასცეთ პოზიტივი, რომელიც თქვენში არის. ყურადღება და მზრუნველობა წარმატებას მოგიტანთ.
♑ თხის რქა
გჭირდებათ დასვენება, საკუთარი ჯანმრთელობის მოფრთხილება და ზრუნვა. მოვლენები ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, გარკვეული შესვენება მოგიწევთ. ამის შემდეგ უფრო წარმატებულად იქნება ყველაფერი.
♒ მერწყული
თქვენთვის საფრთხილო დღეა. უნდა მოუფრთხილდეთ ირგვლივ ყველაფერს და წინდახედულები იყავით. თუ გადაადგილება გჭირდებათ შორ გზაზე თავი შეიკავეთ. ეცადეთ მშვიდად და ჰარმონიულად განვლოთ დღევანდელი დღე.
♓ თევზები
თქენს გარშემო მყოფებს, ოჯახს და მეგობრებს მიაქციეთ მეტი ყურადღება. თქვენი როლი მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეთ. სიხარულის ენერგია ივსება, დღის მეორე ნახევარში წარმატების ძალა უფრო მეტია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გიორგი მიქაუტაძემ „მონაკო“ აირჩია“- L'Équipe
🎥 ოფიციალური წარდგენა საქართველოს ჰიმნის ფონზე - ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენის ფეხბურთელია