Digest Logo

„ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა! არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით“ - გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს

1708665167
გიორგი კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას.

იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხვინებდნენ თანხას.

რჩევები:

არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მით უმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში.

არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.

დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება“, - წერს გიორგი კეპულაძე.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის“ - რაზე ოცნებობს მერაბ დვალიშვილი, ემოციური ინტერვიუ ბიჭთან, რომელმაც ერს შესანიშნავი დღე გვაჩუქა

⭕„თავის ჭკუაზე გატარებს ნათლული...“ - ანრი ჯოხაძე პატარა გალასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ეს პუტკუნა გოგო ხომ არ დაგავიწყდათ? მადლობა მას, რომ ამდენი მასწავლა...“- ლინდა ადამია საკუთარ თავს ემოციურ პოსტს უძღვნის