Digest Logo

„ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის“ - რაზე ოცნებობს მერაბ დვალიშვილი, ემოციური ინტერვიუ ბიჭთან, რომელმაც ერს შესანიშნავი დღე გვაჩუქა

1708241063
მერაბ დვალიშვილი

18 თებერვალს, UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.  საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.

ეს გამარჯვება საქართველოსთვის დაუვიწყარი ემოციებით იყო სავსე, დღე რომელიც ყველა ქართველისთვის დიდებულად დაიწყო. ბიჭმა ვანის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ერს შესანიშნავი დღე გვაჩუქა.

ბრძო­ლე­ბის გა­მარ­თვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე UFC-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი ქარ­თველ მებ­რძო­ლზე წერს და მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან პა­ტა­რა ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებდა.

სტა­ტი­ა­ში წე­რია, რომ მე­რაბ ვა­ლიშ­ვი­ლი UFC-ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა. 

„ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი თა­ვი­ანთ კვალს ტო­ვე­ბენ UFC-ში, მათ მო­აქვთ სი­ა­მა­ყე და აღი­ა­რე­ბა, თა­ვი­ან­თი პა­ტა­რა, მაგ­რამ გამ­ძლე ერის­თვის.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი თა­ვი­ანთ კვალს ტო­ვე­ბენ UFC-ში, მათ მო­აქვთ სი­ა­მა­ყე და აღი­ა­რე­ბა, თა­ვი­ან­თი პა­ტა­რა, მაგ­რამ გამ­ძლე ერის­თვის“, - ვკი­თხუ­ლობთ UFC-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

დვა­ლიშ­ვი­ლი ასევე ინტერვიუში იხ­სენებს იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში MMA არ იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი და შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა იყო, რო­მელ­საც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც ბრძო­ლას, წე­სე­ბის გა­რე­შე.

„ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე მებ­რძოლს, რომ­ლებ­მაც ჩემ გამო და­ი­წყეს MMA, ახლა კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლე­ბი არი­ან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბე­ბე­რი ვარ“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

დვა­ლიშ­ვი­ლი ოც­ნე­ბობს UFC-ის ბრძო­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თვა­ზე და წარ­მო­იდ­გენს ამას რო­გორ მისი MMA-ის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის კულ­მი­ნა­ცი­ას, მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას, რომ­ლის გარ­შე­მოც მისი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და.

„თუ ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიბ­რძო­ლებ, ეს ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა იქ­ნე­ბა. ეს ნამ­დვი­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და“, - ამ­ბობს დვა­ლიშ­ვი­ლი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორია თებერვლის თვის კარიერული გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

⭕„მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა…“- როგორ მიულოცა ცუკერბერგმა ქართველს გამარჯვება, რომელიც ჩხუბს ესწრებოდა?

⭕როგორ შეხვდა ილია თოფურიას დედა შვილის გამარჯვებას - „ხმამაღლა ვტირი ხმით!“