ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ საკვებს ასახელებს, რისი ჭამაც ადამიანს მთელი წლის განმავლობაში შეუძლია:
„ყველაზე იაფი და ჯანსაღი საკვები დედამიწაზე.
ამ საკვების ჭამა შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში - მათ შორის მარხვის დროსაც.
პარკოსნები: ლობიო, ოსპი, მუხუდო.
აქ შედის ცილა, ნახშირწყლები და ბოჭკო. ჩვენი კუჭ-ნაწლავის და კუნთებისთვის რაც საჭიროა, ყველაფერი შედის.
იჭმევა მთელი წელი, გინდაც მარხვა იყოს“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გამოიყურება ფილმის „უძინართა მზე“ ერთ-ერთი მთავარი გმირი - დათო კაზიშვილის უახლესი კადრები
⭕„სასწაულად გამოიყურები“ - ნინო ნადირაძის ახალმა ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა