Digest Logo

„31 აგვისტო, სურვილების ასრულების დღე... აუცილებლად დაწერეთ სურვილები კალმით, ფურცელზე“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

1788173331
თაკო მელიქიშვილი

31 აგვისტო - სურვილების ასრულების დღე.

დღეს ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა! ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დღეს შეგიძლიათ თქვენი მომავალი თავად შექმნათ, იოცნებოთ, საკუთარი თავი დადებითად დააპროგრამოთ და საფუძველი ჩაუყაროთ იმას, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ.

💡 დღეს შესაძლოა მოულოდნელი „ინსაიტი“ მიიღოთ. თუ დიდი ხანია ერთ ადგილას ხართ გაჩერებული და ვერ ხვდებით, როგორ გადაჭრათ გარკვეული საკითხი, ფიზიკური აქტივობის შემდეგ შეიძლება გონება უცებ გაგინათდეთ „აი, თურმე როგორ უნდა მოვქცეულიყავი!“ .

ამიტომ დილა სწორად დაიწყეთ. ჩართეთ 3–5 საყვარელი სიმღერა შემდეგ კი აუცილებლად დაწერეთ სურვილები კალმით, ფურცელზე.

📝 არა ტელეფონის ჩანაწერებში! დღეს განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს თვითპროგრამირების, მადლიერებისა და სურვილების პრაქტიკები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზა: „მადლიერებით ვიღებ…“.

შემდეგ კი დაწერეთ ყველაფერი, რაც გსურთ: სიყვარული, ფული, წარმატება, ჯანმრთელობა, მოგზაურობა, თვითრეალიზაცია და ბედნიერი ურთიერთობები.

🌙 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დღეს ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და გაღვიძებისთანავე მოსულ პირველ აზრებს. თუ დილით რომელიმე კითხვაზე პასუხი მაშინვე მიიღეთ, ნუ დაიწყებთ მის ზედმეტად გაანალიზებას. პირველი აზრი მოვიდა? დაიმახსოვრეთ! რადგან შემდეგ იწყება: „იქნებ ასე არ არის?“ „იქნებ სხვაგვარად ჯობია?“ „ნეტავ, სხვანაირად რომ მოვიქცე?..“ და ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

😄 🎨 დღეს აუცილებლად დაუთმეთ დრო შემოქმედებასაც! დახატეთ, იმღერეთ, იცეკვეთ, რაიმე შექმენით ან უბრალოდ მანქანაში ჩართეთ საყვარელი მუსიკა და 20–30 წუთის განმავლობაში მთელი გულით იმღერეთ.

დღეს შემოქმედება განსაკუთრებით დაგეხმარებათ სიმსუბუქისა და ენერგიული ნაკადის მდგომარეობაში გადასვლაში. იყავით დღეს ბედნიერები, წარმატებულები, ფინანსურად უზრუნველყოფილები და რეალიზებულები.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 როგორ გამოიყურება ფილმის „უძინართა მზე“ ერთ-ერთი მთავარი გმირი - დათო კაზიშვილის უახლესი კადრები

„სასწაულად გამოიყურები“ - ნინო ნადირაძის ახალმა ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა

🎥 „რამხელა სევდა აქვს ხმაში...“ - გელა დაიაური გარდაცვლილი მეუღლის ცნობილ სიმღერას ასრულებს