1 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს? გთავაზობთ ინფორმაციას ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღებსა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.
1445 წლის 1 მარტს დაიბადა სანდრო ბოტიჩელი (ნამდვილი სახელი: ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი) - ფლორენტინის სკოლის წარმომადგენელი იტალიელი ფერმწერი.
1790 წლის 1 მარტს აშშ-ს მოსახლეობის პირველი აღრიცხვა ჩატარდა. შედეგიდან გამომდინარე ქვეყანაში 3 929 214 ადამიანი ცხოვრობდა. ინდიელები აღრიცხვაში არ მონაწილეობდნენ.
1879 წლის 1 მარტს დაიბადა ალან გარდინერი - ინგლისელი ეგვიპტოლოგი და ლინგვისტი.
1910 წლის 1 მარტს დაიბადა არჩერ ჯონ პორტერ მარტინი - ინგლისელი ბიოფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1912 წლის 1 მარტს სენტ-ლუისში, ალბერტ ბერიმ მოძრავი თვითმფრინავიდან პარაშუტით პირველი ნახტომი შეასრულა (სიმაღლე 460 მეტრი).
1927 წლის 1 მარტს დაიბადა ჰარი ბელაფონტე - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და საზოგადოებრივი აქტივისტი.
1938 წლის 1 მარტს დაიბადა ბორისლავ ბრონდუკოვი - უკრაინელი მსახიობი.
1941 წლის 1 მარტს პირველი კომერციული FM რადიოს მაუწყებლობა ჩაირთო - ნეშვილის რადიოსადგური W47NV.
1954 წლის 1 მარტს Castel Bravo-ს თერმობირთვული ცდები დაიწყო. აშშ-ში ერთ-ერთი პირველი წყალბადის 15 მეგატონიანი სიმძლავრის ბომბი ააფეთქეს. მან მარშალის კუნძულებზე ზოგიერთი ატოლის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია, რამაც ეს კუნძულები დღემდე. სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი გახადა.
1961 წლის 1 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსის შექმნა გამოაცხადა.
1963 წლის 1 მარტს დაიბადა თომას ანდერსი (ნამდვილი სახელი: ბერნდ ვაიდუნგი) - გერმანელი პოპ-მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, ჯგუფ Modern Talking-ის ვოკალისტი.
1969 წლის 1 მარტს დაიბადა ხავიერ ბარდემი - ესპანელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი (2007).
1987 წლის 1 მარტს დაიბადა კეშა - ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.
1994 წლის 1 მარტს დაიბადა ჯასტინ ბიბერი - კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და სიურპრიზი მეუღლისგან ირაკლი ნოზაძეს - წყვილს მესამე შვილი ეყოლება