ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი შავი მაგიისა და ენერგეტიკული ბლოკების შესახებ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ე.წ. „ჯადო“ ზღაპარი არ არის და იგი ადამიანის ბედ-იღბალს რადიკალურად ცვლის.
ცაგარელი განმარტავს, რომ ადამიანის სულიერ სტრუქტურას 12 ენერგეტიკული მერიდიანი მართავს. ნებისმიერი წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში, კარიერასა თუ ჯანმრთელობაში სწორედ ამ არხების დაბინძურებაზე მიუთითებს. ასტროლოგის თქმით, ენერგოდაბინძურება ოთხი სახისაა, რომელთა შორის ყველაზე მძიმე საგვარეულო წყევლა და შავი მაგიაა:
„ჯადო არ გეგონოთ ზღაპარი; ამას მე გეუბნებით ადამიანი, რომელსაც 21 წლის ასაკში გამიკეთეს ჯადო. ექიმები ამაში ვერ გაერკვნენ და მერე ვისწავლე, რა იყო ეს. კარმული ასტროლოგია სწავლობს იმას, რასაც ეზოტერიკაში შავი მაგია ეწოდება; „ჯადო“ კი ამ სიტყვის ხალხური გამოთქმაა.
ადამიანს აქვს სული, რომელსაც აკრავს სამმეტრიანი აურა, ანუ დამცავი ველი. ასევე, მას აკრავს 12 ძირითადი ენერგეტიკული არხი, რომელთაც ენერგო-სულიერი მერიდიანები ჰქვია. ამ მერიდიანებს ენერგეტიკული სისუფთავის ფუნქცია აქვთ: როცა ამ არხებში სუფთა ენერგია შედის, ვამბობთ, რომ ადამიანი იღბლიანია. თუმცა, როცა ადამიანი მოდის და მეუბნება: „კარიერაში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ პირადში არ მიმართლებსო“, აი, აქ არის დაბინძურება. მეორე მეუბნება: „კარიერა და პირადი რიგზეა, მაგრამ საავადმყოფოდან ვერ გამოვდივართო“ - ესე იგი, ჯანმრთელობის მერიდიანია დაზიანებული. ენერგოდაბინძურება რადიკალურად ცვლის ადამიანის ბედ-იღბალს.
არსებობს სულის ენერგოდაბინძურების 4 ძირითადი ფორმა:
თვითდაბინძურება: როცა ადამიანი თავად ქმნის ნეგატივს საკუთარი სიტყვით, აზრით, ემოციითა და ქცევით. ის ფიქრობს, რომ ცუდის გაფიქრება არაფერს აშავებს, მაგრამ არა, ის ბრუნდება და აბინძურებს მერიდიანებს. ამით იზიდავთ უარყოფით ენერგიებს.
საგვარეულო წყევლა: ეს არის გარე დამაბინძურებელი, რომელიც უმძიმესია.
თვალის აღება: რისგანაც შედარებით ადვილად შეიძლება გათავისუფლება.
შავი მაგია (ჯადო): ყველაზე მძიმე ფორმა სამყაროში. იგი არნახულად პოპულარულია.
როდესაც კარიერას ვიწყებდი, 10 კაციდან 2-ს ჰქონდა ჯადო, ახლა კი 10-დან 8-ს. ისეა მოდებული ეს მსოფლიოში, რომ სადაც არ უნდა იყო, დისტანციურად შემოდიან შენში, გინდა ავსტრალიაში იყავი, ეს ფოტოს მეშვეობით ხდება“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგის თქმით, ჯადოს გამკეთებელი დასჯის გარეშე არ რჩება სამყაროში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი