Digest Logo

„არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

1777528967
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ხუთშაბათი, 30.04.2026

ინდიკატორი — ნგრევა

ნგრევის დღე ძველის დაშლის, სისუსტეების გამოაშკარავებისა და უსარგებლოს ჩამოშორების ენერგიებს ატარებს.

კარგი დღეა არასწორი სტრუქტურის დასასრულებლად. კარგია გამოავლინოთ, რა არ მუშაობს და დაინახოთ, რა არის შესაცვლელი.

სასიკეთოა: ძველის მოცილება. დემონტაჟი. სივრცის გაწმენდა. ცუდი ჩვევის შეწყვეტა. პრობლემური საკითხის გადახედვა. არასაჭირო კავშირის გაწყვეტა.

არ გირჩევთ: ქორწილს. ბიზნესის გახსნას. ხელშეკრულებას. ინვესტიციას. ახალი ურთიერთობის დაწყებას. დიდ ფინანსურ ნაბიჯს. მნიშვნელოვან მოლაპარაკებას.

დღე:  ხის ძაღლის დღეა, სახიფათო დღეა დრაკონისთვის.

მეტი ყურადღება გამოიჩინონ დრაკონის წლებში დაბადებულებმა: 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024.

განსაკუთრებული შენიშვნა: ეს დღე დაძაბულია თვის ენერგიასთანაც, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის სიფრთხილე კიდევ უფრო საჭიროა.

სასიკეთო საათები: 11:00–13:00

💛დღის ფერი: ყვითელი ყვითელი ფერი დაგეხმარებათ სტაბილურობის, მიწიერების, პრაქტიკულობის და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა დღე არასტაბილურია და გჭირდებათ უფრო მყარი საყრდენი. ინის დღის მეტა-ფორმულა: დღეს ნგრევა თქვენი მტერიც შეიძლება გახდეს და მკურნალიც. ნუ ააშენებთ ახალს - დაანგრიეთ ის, რაც აღარ გემსახურებათ. დღის სლოგანი: ნუ ებღაუჭებით იმას, რაც უკვე აღარ მუშაობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იდეალურია სწავლა და სწავლება“ - 30 აპრილის ენერგიები

⭕„ნდობის ანატომია: როდის ანგრევს ზედმეტი მცდელობა ჩვენს ცხოვრებას?“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 აპრილს საქართველოში

წყარო: www.facebook.com