Digest Logo

„2 წელი სამსახურებიდან არ გავდიოდი გარეთ, ამით ჩემს თავს ვსჯიდი, რადგან შვილი დავტოვე საქართველოში“ - გაიცანით ტრაილერის მძღოლი ნათია რეხვიაშვილი

1744357293
ნათია რეხვიაშვილი

ტრაილერის მძღოლი, ქართველი ნათია რეხვიაშვილი გადაცემის „თამიასთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ამერიკულ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ სირთულეებზე ისაუბრა: 

„5 წელია რაც დავტოვე სამშობლო და ჩამოვედი ამერიკაში, მე ვარ ნათია რეხვიაშვილი. მყავს ერთი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, აქ სხვა ცხოვრება დამხვდა. ჩემი ქალაქი ნიუ-იორკი , აქ არავინ არ მყავდა. პირველი სამსახური იყო, დალაგება. იმხელა სახლი იყო, მთელი კუნთები მტკიოდა, ძალიან გამიჭირდა. ერთადერთი მოტივაცია იყო და რაც დღემდე მაქვს, ჩემი შვილია - ვეუბნები თავს, „მიდი ნათია ნიკოლოზისთვის“. შემდეგ უკვე ბავშვებთან ვიმუშავე, მაგრამ ჩემი შვილის ასაკის იყო და ძალიან გამიჭირდა, რამდენიმე დღეში წამოვედი. ამის მერე ბებიასთან ვიყავი, შემდეგ „დორდაში“ და „უბერიც“ ვცადე, მოკლედ ყველა სამსახური გამოვიარე. ოჯახში იმიტომ გამიჭირდა მუშაობა, რადგან ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. 2020-დან 2022 წლამდე, სანამ ტრაილერზე დავიწყებდი, ამ ოჯახიდან საერთოდ არ გავდიოდი, იყო გამონაკლისი, როდესაც საბუთების გამო მიწევდა გასვლა“.

თამია: რატომ არ გადიოდი გარეთ?

„ასე იმიტომ ვიქცეოდი, ჩემს თავს ვსჯიდი, რადგან - ჩემი შვილი დავტოვე საქართველოში. ჩემი აზრით, ოჯახში მუშაობა თუ ძლიერი ფსიქიკა არ გაქვს, არის გზა თვითმკვლელობამდე“,- იხსენებს ემიგრანტი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო: