დამოკიდებულების კონსულტანტი, გიორგი სერგია გადაცემა „პრაიმშოუს“ სტუმარი იყო, სადაც აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, თუმცა უკვე წლებია სრულიად ფხიზელია.
როგორც იგი ჰყვება, უამრავი მეგობარი დაკარგა ზედოზირებით.
გიორგი სერგია კი, დღეს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
„ბევრი წელი ვიყავი მომხმარებელი და დღეს ბევრი წელია ფხიზელი ვარ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ადამიანებთან შეხება, რომლებმაც რამდენჯერმე მოიხმარეს ქიმიური ნივთიერება და მათი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ რაღაც საზღვარს გადავიდნენ, რომელსაც ვერ გადმოდიან.
ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე ზედოზირებით, უმეტესობა ჩემი თაობის, ვინც გარდაიცვალა ისინი იყვნენ ოპიოიდების მომხმარებლები.
მოდიან თაობა, 16, 17, 18 წლის ბავშვები, რომელთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ურთულესია მათთან მუშაობა.
2 საათიანი და ზოგჯერ 20 წუთიანი სიამოვნების გამო შეიძლება 30 წლიანი ცხოვრების სიამოვნება დაკარგოთ, მე არ ვიცი სად წავიდა ჩემი ახალგაზრდობა“, - ამბობს გიორგი სერგია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ჯო ბაიდენის ძაღლმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მინიმუმ 24-ჯერ უკბინა