Digest Logo

🎥 „გველს შეუძლია კორპუსის მე-9 სართულამდე ავიდეს...“ - არის თუ არა ქვეწარმავლების მომრავლების საფრთხე?

1708515459
შოთა ზანდუკელ

17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს. ჯამში ქარელში 138 წითელმუცელა გველი იპოვეს და გადაარჩინეს.

რამდენად საშიშია, რას მოასწავებს და როგორ მოვიქცეთ თუ ქვეწარმავალს გადავაწყდებით?! - ამ საკითხებზე სასაუბროდ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი და ილიაუნის სტუდენტი იოანე როსტიაშვილი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმრები იყვნენ, სადაც მომხდარის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარეს.

ცნობისთვის, ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული გველების ძებნით სამუშაოებში. 

„უმეტესი სახეობის გველები გამოსაზამთრებლად, ასე იკრიბებიან იმ ლოკაციაზე, სადაც შეძლებენ ზამთრის კლიმატური ყინვების გადატანას, მათთვის კი ეს აღმოჩნდა ასეთი ადგილი. მინდვრებში იყო დიდი მილები ჩატანილი, რომელიც შედიოდა ამ სივრცეში, ალბათ სადღაც ამ მილებში შეძვრნენ, და სწორედ იქ მოხვდნენ“, - ამბობს შოთა ზანდუკელი.

გადაცემაში ასევე იოანე როსტიაშვილმა ისაუბრა, რა უნდა გავაკეთოთ თუ ყველაზე შხამიანმა გველმა გიურზამ გვიკბინა. 

„მხოლოდ გიურზას შეუძლია არაალერგიული და ჯანმრთელი ადამიანის მოკვლა. 

უნდა იყოთ მშვიდად არ შეიძლება ნაკბენის შეხვევა, ამ დროს შხამი გროვდება ერთ ადგილას და იწყება განგრენა, ასევე უნდა მიიღოთ სითხე და არ დაიდოთ ყინული“, - ამბობს იოანე როსტიაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ულამაზესი, მალე ღირსეულმა მეუღლემ დაგიმშვენოს გვერდი“ - ბაბი კირკიტაძის ახალი ფოტო სოცქსელს იპყრობს

⭕„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ... ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

⭕„არასდროს ვწერ დიდ პოსტებს, მაგრამ მინდოდა ეს საინტერესო სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა“ - ნინო გოგიჩაიშვილი