3 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ საკუთარ დაბადების დღეზე. ნუ დაიწყებთ დაბადების დღეს იმის შემოწმებით, ვინ არ მოგილოცათ.
წინ თქვენი ცხოვრების ახალი, მთელი წელია, თქვენ კი დილიდან უკვე წყენებისა და იმედგაცრუებების „რევიზიას“ ატარებთ.
სჯობს, ეს დღე ისეთი განწყობით დაიწყოთ, როგორი ენერგიის შემოტანაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში.
აი, 3 მარტივი რიტუალი, რომლებიც სიმბოლურად დაგეხმარებათ, ახალი პირადი წელი სიხარულის, სიყვარულისა და კეთილდღეობის ენერგიით დაიწყოთ. მესამე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
👉 ჩაიცვით რაიმე ახალი
დაბადების დღეზე ახალი ნივთის ჩაცმა სიმბოლურად ნიშნავს, რომ ძველ ეტაპს ემშვიდობებით და თქვენს ცხოვრებაში ახალ ენერგიას უშვებთ.
განსაკუთრებით ხშირად წითელ ფერს ირჩევენ ,ის ასოცირდება ძალასთან, სიცოცხლის ენერგიასთან, თავდაჯერებულობასთან, ვნებასა და ახალი დასაწყისის სიმამაცესთან.
თუ წითელი თქვენი ფერი არ არის, აირჩიეთ ნებისმიერი ნათელი ფერი, რომელშიც თავს ლამაზად, ძლიერად და თავდაჯერებულად გრძნობთ.
ახალი სამოსი მხოლოდ თქვენი უნდა იყოს სამყაროს თქვენი განზრახვის შესახებ ისედაც ეცოდინება.
👉 ვინმეს ტკბილეულით გაუმასპინძლდით
გაუმასპინძლდით მეგობარს, ოჯახის წევრს, კოლეგას, მეზობელს ან უბრალოდ ადამიანს, ვისთანაც იმ დღეს მოგიწევთ ურთიერთობა.
ძველი რწმენის მიხედვით, რასაც გასცემ საკუთარ დაბადების დღეზე, იმ ენერგიას იზიდავ შენს ახალ პირად წელშიც.
ამიტომ გაუზიარეთ სხვას ცოტა სიხარული , კანფეტი, შოკოლადი, ორცხობილა ან ტორტის პატარა ნაჭერი.
სულაც არ არის საჭირო, ტორტი კორპუსისხელა იყოს და მთელი უბანი დაპატიჟოთ.
მთავარია, რასაც გასცემთ, გულით გასცემდეთ.
👉 ჩაიწერეთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი
და აქ არის მთავარი — მხოლოდ ერთი სურვილი.
არა 47 პუნქტი: „სიყვარული“, „ფული“, „ახალი სახლი“, „მოგზაურობა“ და ბოლოს , „კარტოფილის ყიდვა არ დამავიწყდეს“.
აირჩიეთ ერთი მთავარი სურვილი, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში განხორციელდეს.
ჩამოაყალიბეთ იგი მოკლედ, მკაფიოდ და დადებითად — ისე, თითქოს ეს უკვე თქვენი ცხოვრების ნაწილია.
მაგალითად:
„მე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა მაქვს.“
„ჩემი შემოსავალი იზრდება და ფინანსური კეთილდღეობა ჩემს ცხოვრებაში თავისუფლად შემოდის.“
დაწერეთ ფურცელზე და ტელეფონის ქეისის ქვეშ შეინახეთ.
ტელეფონი ხომ თითქმის ყოველთვის თქვენთანაა ,ასე თქვენი სურვილი ყოველდღიურად შეგახსენებთ საკუთარ მიზანს.
შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი: ნუ დაელოდებით მხოლოდ სასწაულს.
შეამჩნიეთ შესაძლებლობები და თავადაც გადადგით ნაბიჯები თქვენი სურვილისკენ.
და, რა თქმა უნდა, ფურცელი ყოველ საღამოს არ ამოიღოთ კითხვით:
„აბა, როდის ამისრულდები?“
შეინახეთ ეს პოსტი, თუნდაც თქვენი დაბადების დღე ჯერ კიდევ შორს იყოს.
გაუგზავნეთ ადამიანს, ვისი დაბადების დღეც ახლოვდება.
და კომენტარებში დაწერეთ:
„ჩემი ცხოვრების ახალი წელი ბედნიერი, სიყვარულითა და კეთილდღეობით სავსე იქნება!“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო 36, 40 და 44 წლის ასაკს“ - თაკო მელიქიშვილის რჩევები
⭕როგორ გავხადოთ დღე უკეთესი: დილის რიტუალი, რომელიც სტრესისა და შფოთვის დაძლევაში დაგეხმარებათ