Digest Logo

5 გავლენიანი ადამიანი, რომლებსაც „დაბალბიუჯეტიანი საათების“ კლუბის წევრად მიიჩნევენ - ფოტოკოლაჟი

1774275584
საათისაათი

ბევრს ჩვენგანს ალბათ, ჰგონია, რომ ცნობილი ადამიანები მაჯის საათებში ყოველთვის ექვსნიშნა ღირებულების ფასს იხდიან. თუმცა რეალურად, სელებრითებიც ძალიან აფასებენ ხელმისაწვდომ ბრენდებს, როგორიცაა: Timex, Casio, Swatch და G-Shock.

„დაიჯესტი“ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ბიუჯეტურ საათებს ანიჭებენ უპირატესობას.

ამერიკელი მსახიობი უილ ფერელი -  მისი ყველაზე იაფიანი საათი, ესაა Timex Camper, სპეციალური Timex × Abu Garcia კოლაბორაცია. ეს მოდელი ბევრად იაფია, ვიდრე მისი სხვა ძვირადღირებული საათები. მისი 100 ევროს შეადგენს.

„დაბალბიუჯეტიანი საათების“ კლუბის წევრად მიიჩნევა ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი ბილ გეითსიც, რომლის ქონება 100 მლრდ დოლარს შეადგენს. მას ხშირად ამჩნევენ Casio dive-ის ბრენდის საათებით შავ ტყავის სარტყელზე. რომლის ღირებულება 50 დოლარს შეადგენს.

ლეგენდარული ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცნობილია, მაჯის საათების სიყვარულით. ზლატანი ხშირად ატარებს Mission to Mars მოდელს - თამამ წითელ-თეთრ Omega x Swatch საათს, რომელიც 240 ევრო ღირს.

ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი - პეპ გვარდიოლა არა მხოლოდ ძვირადღირებული საათების მოყვარულია, არამედ ზოგჯერ არჩევანს ხელმისაწვდომ მოდელებზეც აკეთებს. მას შეუძლია, ერთდროულად ჰქონდეს 40 000 ევროს და 4500 ევროს ღირებულების საათები. გააჩნია, სად ატარებს მას.

მუსიკოსი და მომღერალი ჰარი სტაილსი ლონდონის ქუჩებში სეირნობისას Cartier Tank Louis Cartier საათით შენიშნეს - რომლის ღირებულება 3,350 ევროს შეადგენს. ამ ბრენდის საათს ატარებდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიცაა: პრინცესა დიანა და ენდი უორჰოლი - მინიმალისტური დიზაინი და არანაირი დანამატები.