Digest Logo

7 ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც სახლში არ უნდა გააჩეროთ - სილამაზე ყოველთვის უსაფრთხო არ არის

1774510070
ყვავილებიყვავილები

ყვავილები შეიძლება შენი სახლის ინტერიერს ამშვენებდეს… მაგრამ რეალურად საფრთხესაც ქმნიდეს. კეთილსინდისიერი ფლორისტები კი აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოთახის ზოგიერთი პოპულარული ყვავილი ტოქსიკურია და საფრთხეს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე შინაურ ცხოველებს.

აღსანიშნავია, რომ მცენარეების ნაწილი ტოქსინებს იყენებს საკუთარი დაცვისთვის.

გთავაზობთ 7 ყველაზე საშიშ მცენარეს, რომლებიც ხშირად გვხვდება სახლებში:

დიფენბახია (Dieffenbachia)

მისი ფოთლები შეიცავს კალციუმის ოქსალატის კრისტალებს, რაც იწვევს ძლიერ გაღიზიანებას, შეშუპებას და ყლაპვის გაძნელებას. 

ფილოდენდრონი (Philodendron)

ძალიან პოპულარული დეკორატიული მცენარეა, თუმცა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს პირის გაღიზიანებას, ღებინებას და შეშუპებას. 

პოთოსი (Pothos / Devil’s Ivy)

ლამაზი და მარტივი მოსავლელია, მაგრამ მისი შეხება ან მიღება იწვევს წვას, ღებინებას და კანის გაღიზიანებას.

სპათიფილიუმი (Peace Lily)

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარე, რომელიც იწვევს პირის წვას, შეშუპებას და საჭმლის მონელების პრობლემებს. 

ოლეანდრი (Oleander)

ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა და მძიმე შედეგები. 

ნარგიზი (Daffodil)

მისი ბოლქვი განსაკუთრებით ტოქსიკურია და ხშირად იწვევს გულისრევას, ტკივილს და მოწამვლას. 

ალოე ვერა (Aloe Vera)

მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, შინაური ცხოველებისთვის ტოქსიკურია და იწვევს ღებინებასა და სისუსტეს.

ეს რჩევები არ ნიშნავს, აღნიშნული ყვავილები თუ გაქვთ სახლში გადაყაროთ, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია უნდა დაიცვათ:

✅  ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას

✅  მაღალი თაროები ან დაკიდებული ქოთნები საუკეთესოა

✅  არ შეეხო დაუფიქრებლად

✅ არ მოათავსო საკვების გვერდით, განსაკუთრებით სამზარეულოში

✅ შინაური ცხოველების შემთხვევაში - ეს მცენარეები ხშირად უფრო საშიშია მათთვის და
ეცადეთ, მათ საერთოდ არ ჰქონდეთ წვდომა მცენარეებთან

✅ აუხსენი ბავშვებს, რომ ეს „საჭმელი“ არ არის

ასე, რომ ეს მცენარეები მომაკვდინებელი არ იქნება, თუ სწორად გამოვიყენებთ მათ.