
10 სექტემბერს კონსერვატორ, ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა დაიწყო.
მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე.
როგორც იგი წერს, რაც მეტი ენერგოვიბრაციული პორტალური ენერგია შემოდის ბოლო წლებში დედამიწაზე, მით მეტად დაიძაბება ვითარება და გაიცხრილება ავტომატურად ყველა და ყველაფერი, ასევე მისი თქმით, ამას აკეთებს იდეოლოგიური ომი.
„რაც დრო გავა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით დედამიწაზე არსებულ ქაოსურ ეგზალტაციას, ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, მის უკან უამრავი კვლევა და პროფესიონალი დგას.
ადამიანები კარგავენ ინდივიდის სახეს და ემსგავსებიან პირუტყვებს. არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო ამერიკელი მემარჯვენე, პოლიტიკოსისა და საჯარო აქტივისტის მკვლელობას, საუბარი მაქვს ,,ჩარლი კირკზე''.
ფაქტობრივად, შუა შეხვედრის დროს, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან საუბრისას, ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და ტყვიამ ჩარლი იმსხვერპლა.
ამას აკეთებს იდეოლოგიური ომი!
მოკლეს, იმიტომ რომ ვიღაცას უბრალოდ არ მოსწონდა მისი მოსაზრებები, მისი შეხედულებები და მსოფლმხედველობა. სამწუხაროდ, ხშირად, ის ადამიანები იქცევიან ტერორისტებად, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობენ სიტყვის თავისუფლებასა და სიყვარულზე!
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს იყოს შეკვეთილი გასროლაც, ამას ბევრი მიმოიხილავს, სავარაუდოდ და რაც დრო გავა კიდევ გაირკვევა თუ საით წავა საქმე, მაგრამ ეგ იქით იყოს აქ ოდნავ სხვა ფორმატში ვეხები ამბებს.
ასე იყო წლების წინაც და ასეა დღესაც, თუ შენ ვინმეს რამეში არ ეთანხმები, უკვე მიზანში ხარ ამოღებული! ხალხი ამის გამო ერთმანეთს სოციალურ ტერორს უწყობს, ნაცვლად იმისა, რომ ჯანსაღად, არგუმენტირებულად შევიდნენ დიალოგში.
მაგრამ ასეთია ბნელი ძალის დაკვეთაც, სამწუხაროდ.
ხანდახან, საზოგადოებას რომ ვაკვირდები, სფეროც ასეთი მაქვს და დროც მეტი მრჩება ამისთვის, იმდენად დანერვოზებული, შინაგანად გამწარებული, სხვადასხვა საშუალებებზე დამოკიდებული და დაპროგრამებული მოძრაობენ, მერე აღარ მიკვირს როგორ იქცნენ ასეთებად.
ვუყურებ ჩარლიზე კომენტარებს და ზოგი ისეთებს წერს შოკია ჩვეულებრივ - მსგავსად რომ ადამიანს მოკლავენ ეს თუ სასიხარულოა, კარგად ყოფილა საქმე ...
მაგრამ, რითაც დავიწყე საუბარი იმით დავასრულებ, რაც მეტი ენერგოვიბრაციული პორტალური ენერგია შემოდის ბოლო წლებში დედამიწაზე, მით მეტად დაიძაბება ვითარება და გაიცხრილება ავტომატურად ყველა და ყველაფერი.
კიდევ მეტი სიგიჟე, აფეთქება, სტიქიური კატასტროფა და ატომური მუქარები მოხდება, იქამდე, სანამ დიდი ნაწილი არ გამოფხიზლდება. სხვა ვარიანტში, ლოგიკური დასასრულისკენ წავა მოვლენები.
საამისოდ +1 წელი შეიძლება იყოს კიდევ დრო, მაგრამ ეს რის 1 წელია და რას ვეხები ამას ცალკე პოსტში ვისაუბრებ სხვა დროს.
მენტალური მატრიცის წიაღში ვართ შესულები, დაახლოებით 20 წელია. სადაც, მთავარი დანიშნულება და მოთხოვნა ბუნებიდან, სამყაროდან, არის ის რომ საზოგადოებამ ფერი იცვალოს ღმერთისკენ, თითოეულმა უნდა გააღვიძოთ თქვენში ღმერთი, რითაც ავტომატურად გამომუშავდება სიყვარულის და მიმღებლობის უნარი, თუმცა მიწაზე დიდი ხანია არც ადამიანი ახსოვს ვინმეს და არც უფალი! მეტიც, არაფერში არ სჭირდებათ. შედეგიც სახეზეა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორ გამოიყურებოდა რუსკა ქარქაშაძე ნინა მაქაცარიას შვილის ნათლობაზე - „შეუდარებელი ხარ“
⭕როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს? - რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ