
ასტრო-ფსიქოლოგი ნიკოლოზ ნავინი „მიხეილ შანის საავტორო პოდკასტში“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც სიზმრებზე ისაუბრა:
„შინაგანი დიალოგები საკუთარ თავთან ხშირად გადადის სიზმრებში. ფაქტობრივად ეს არის ყველაზე ზედაპირული, ასტრალური ფენა, სადაც არის მექანიკური არსებობიდან გამომდინარე კადრები, რომლებიც შემდეგ სიზმარში გადადის. ბევრს არ ახსოვს რა ესიზმრება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი იმდენად დასტრესილია, თუ ღამე რამე ხდება მის ცხოვრებაში არაფერი ახსოვს.
დღის განმავლობაში როდესაც იმპულსურ ნაკადს მიჰყვები, ამას ჰქვია ძილიც და ეს პროცესი შენში არსებობს. ზოგჯერ გვაქვს ასეთი მომენტები, როდესაც გვერდიდან ვუყურებთ საკუთარ თავს და ვერ ვაცნობიერებთ ეს ნამდვილად ჩვენ გადაგვხდა თუ არა.
გარდაცვალების შემდეგ ხვდებიან ზუსტად გაუცნობიერებელი სივრცეში, ზუსტად ისეთში, როგორიც სიზმრებში გვემართება. პლანეტა სატურნის გარეშე ქვეყანაზე არაფერი არ ხდება და იმ მზის ცნობიერებასაც ვერ შევიძენდით, როგორიც გვაქვს. შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი იმდენად დამძიმებული იყოთ ცხოვრებით, იმდენად დასტრესილი, რომ შესაძლოა ვერც კი დაჯდეს. უჭირს საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. რამდენიმე წამით არ შეუძლია თვალების დახუჭვა და დაფიქრება. გაურბიან რეალობას, არ მიიწევენ წინ და დაკარგული აქვთ ხალისი. ეს ყველაფერი ცნობიერზე რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება. შესაძლოა პრობლემა მოგვარდეს რაღაც დონეზე, თუმცა მიზეზი უცვლელია.
სულიერი ზამთარია დედამიწაზე. სულიერი სამყარო არის აბსტრაქციული. რეალურად, რომ შეხედო არ არის რთული შენ ვირტუალური კავშირი დაამყარო შენ სულთან. არის ტექნოლოგიები მაგის და შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ. ისე ბევრ ახალგაზრდაში ვხედავ ასეთ გახსნილობას და ინტერესს. ასევე მჯერა, რომ ქრისტეს დიდი სიყვარულით და ადამიანური იმპულსების შერწყმით მოხდება დიდი და ახალი ეტაპის დაწყება საქართველოსთვის“, - აღნიშნა ნიკოლოზ ნავინმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიყვარს ეს გოგო...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „დილით გათენდა და მითხრა 70 წლის ბებერი ხრონძი ვარო...“- რას ჰყვება ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე?
🎥 შეიძლება თუ არა ენდროში მოხარშული გაბზარული კვერცხის შენახვა? - სპეციალისტის რჩევები