
მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი, მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც წინასააღდგომო სამზადისსა და ტრადიციებზე ისაუბრა. ასევე გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ მსახიობი და მისი ქალიშვილი, ეკა მახარობლიშვილი რამდენიმე დღის წინ იუბილარები იყვნენ. ლეგენდარული მსახიობი 70 წლის გახდა:
„ვარსკვლავის გახსნას თუ მიპირებდნენ ეს არ ვიცოდი. სერიოზული ასაკია 70 წელი. მივხვდი, რომ რაღაც ასაკს მივაღწიე. არ მიყვარს ხალხმრავლობა დაბადების დღეზე, მერე ხალხის შეწუხებაზე უნდა ინერვიულო.
ერთად მივდივართ ხოლმე სააღდგომოდ სასაფლაოზე, ჩემ უფროს შვილს აქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ ერთად უნდა მოგვიყაროს თავი და ყველაფერს ორგანიზება გაუკეთოს. საფლავებსაც იგი აწესრიგებს ხოლმე“, - აღნიშნა ალეკო მახარობლიშვილმა.
მეუღლეზე, მის იუბილესა და სააღდგომო ტრადიციაზე ისაუბრა თამარ ადამიამაც:
„არ უყვარს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.
სააღდგომო ტრადიციას რაც შეეხება, ადრე ჰო არ ვიყავით ეკლესიურები, ამიტომ თავისი გოჭებით, ჩაქაფულებით, პასკებით მთელ ნათესაობას ვურიგებდით. ვაკეთებდი პასკებს, მაგრამ ამ კვირაში იმდენი სასიარულო გვაქვს ეკლესიაში, რომ აღარ ვაცხობ რამდენიმე წელია. მაგრამ ეკას ძმას აქვს არაჩვეულებრივი საკონდიტრო და იქიდან მოგვაქვს“, - აღნიშნა თამარ ადამიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შეიძლება თუ არა ენდროში მოხარშული გაბზარული კვერცხის შენახვა? - სპეციალისტის რჩევები
⭕გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა