ეზოტერიკოსები და საგვარეულო სისტემების მკვლევრები სოციალურ ქსელში აქტუალურ თემას ეხმიანებიან - რას ნიშნავს სინამდვილეში ფრაზა „ბედისწერით გეკუთვნის“?
მათი განმარტებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ბედისწერა ყოველთვის ბედნიერ დასასრულს გულისხმობს, მცდარია.
სპეციალისტების თქმით, ადამიანის ცხოვრებაში პარტნიორის გამოჩენა ხშირად საგვარეულო სცენარის გაგრძელებაა. თუ საგვარეულოში ქალები ისტორიულად რთულ და დესტრუქციულ ურთიერთობებს ირჩევდნენ, სისტემისთვის სწორედ ასეთი მამაკაცია „ნაცნობი“ და „ბედისწერით განპირობებული“.
როგორ გავიგოთ, ვინ არის ჩვენს გვერდით?
პრაქტიკოსები მარტივ მეთოდს გვთავაზობენ: თუ ახალი ნაცნობის განზრახვებში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ მიმართოთ „საგვარეულო სისტემას“ დახმარებისთვის.
დაკვირვების თანახმად, ასეთი თხოვნის შემდეგ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ადამიანი აუცილებლად ავლენს თავის რეალურ სახეს, ან უკიდურესად ნეგატიურს, ან პირიქით, პოზიტიურს.
„ბედისწერა შეიძლება იყოს აბიუზერიც და ალკოჰოლიკიც, თუ ეს თქვენი გვარისთვის ნაცნობი ენერგიაა. მთავარია, არ გვეშინოდეს სიმართლის გაგების და გვახსოვდეს, რომ „ბედისწერა“ ყოველთვის ბედნიერ დასასრულს არ ნიშნავს“.
ხშირად გვესმის: „ის ბედისწერით მერგო“, მაგრამ იცით კი, რა არის ეს? თქვენი გაგებით, ეს არის ზემოდან გადაწყვეტილი კავშირი, სადაც ყველაფერი ქორწილით და ბედნიერებით სრულდება... მაგრამ ეს სულაც არ არის ასე.
თქვენი ბედისწერა შეიძლება იყოს ნებისმიერი:
თუ თქვენს გვარში ქალები საუკუნეების მანძილზე ირჩევდნენ ალკოჰოლიკებს, ტირანებს ან მოღალატეებს, მაშინ თქვენი საგვარეულო სისტემისთვის ეს „დამანგრეველი“ სცენარი უკვე გამყარებულია და სწორედ ეს არის თქვენი „ბედისწერა“. რადგან სხვა ბედისწერა თქვენმა საგვარეულო სისტემამ უბრალოდ არ იცის! მასში არ არის ერთგულების ენერგია, არ არის ბედნიერი სიყვარულის ენერგია.
თქვენი საგვარეულო ენერგია მიჩვეულია ტკივილითა და ტანჯვით კვებას, ამიტომ ის გიბიძგებთ ასეთი „ცარიელი“ მამაკაცებისკენ, რადგან ისინი სისტემისთვის „გასაგები“ და ნაცნობია. ასეთი გვარისთვის „კარგი ქმრის“ თხოვნას აზრი არ აქვს - სისტემა მოგცემთ იმას, ვინც წინაპრების ბედს გაიმეორებს. ასე რომ, თუ პრაქტიკოსისგან გესმით, რომ ეს მამაკაცი ბედისწერით გერგოთ, ბედნიერებასთან ამას კავშირი არ აქვს, ეს მხოლოდ საგვარეულოში გამჯდარ სცენარს ეხება! ბედისწერა შეიძლება იყოს ლოთიც, მოთამაშეც და აბიუზერიც...
შეგიძლიათ სთხოვოთ საგვარეულო სისტემას, წინასწარ გიკარნახოთ, კარგი კაცია თქვენ წინაშე თუ ცუდი.
ეს მარტივი პრაქტიკაა: დაანთეთ სანთელი და თქვით ხმამაღლა:
„ჩემო საგვარეულო სისტემავ, თქვენ მოგმართავთ, ჩემო წინაპრებო, გთხოვთ რჩევას: აი, მყავს ასეთი მამაკაცი (სახელი), თითქოს კარგია, ჩნდება ჩემს ცხოვრებაში... მითხარით, ჩემი ადამიანია თუ არა, ღირს მასზე ყურადღების გამახვილება?“
შემდეგ დაიწყება ყველაზე საინტერესო: დააკვირდით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს ადამიანი თავის ყველაზე ცუდ მხარეს გამოავლენს, თუ რამეს მალავდა: თუ სვამს, დათვრება, თუ მოღალატეა, გაიგებთ ამას, ან მის შესახებ რაიმე ბინძურ საიდუმლოს წააწყდებით... საგვარეულოს დახმარებით თქვენ მოახდენთ იმ ფაქტორის პროვოცირებას, რომელიც ამ მამაკაცს „გაშიფრავს“. ხოლო თუ ის მართლაც საიმედოა, მაშინ პირიქით, საუკეთესო მხრიდან გამოჩნდება: გეტყვით გრძნობებზე, გაგიკეთებთ საჩუქარს ან რთულ სიტუაციაში ამოგიდგებათ მხარში.
ნუ გეშინიათ კითხვის, გეშინოდეთ უცოდინარობის!
და დაიმახსოვრეთ: ბევრისთვის „ბედისწერით“ სულაც არ არიან გმირები განკუთვნილი. იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები!
