
ბერდებიან თუ არა ქალები და მამაკაცები განსხვავებულად, რა განსხვავებაა ბიოლოგიურ ასაკსა და პასპორტის ასაკს შორის? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ რევმატოლოგმა და თერაპევტმა, მარიკა თოიძემ ისაუბრა:
„დიდი ხანია დაბერება ინტერესის საგანია საზოგადოებისთვის. ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც აუცილებლად მოხდება. დაბერების შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში იცვლება, რადგან ყოველდღიურად მიმდინარეობს ახალი კვლევები. დაბერება არის უჯრედულ, დეენემის დონეზე განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც დროთა განმავლობაში ხდება და ეს არის შეუჩერებელი პროცესი. ჰქვია დეენემის მეთილირება. უფრო და უფრო მეტი ხდება მეთილირებული დეენემი. ასევე არიან ტელომერები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაილევიან.
დაბერების პროცესში დიდ მნიშვნელობას ასრულებს გენეტიკური ფაქტორი, სწორედ ამიტომ ზოგან ადრე ხდება დაბერება, ზოგან კი გვიან. გენეტიკური ფაქტორების სიმძიმის ძალა დაახლოებით 20 პროცენტია. დანარჩენი 80 პროცენტი არის უკვე ცვალებადი. პირდაპირპროპორციულ კავშირშია იმ ჭეშმარიტებებთან, რაზედაც არა ერთხელ გვისაუბრია. ასოცირებულია ცხოვრების წესთანაც.
ქალებსა და მამაკაცებში ეს პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს.
ბუნებრივია ეს, მაგრამ მამაკაცი ქალისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქრომოსომით განსხვავდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მეთილირების პროცესი სხვანაირად ხდება და უფრო სწრაფია მამაკაცებში“, - აღნიშნა მარიკა თოიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს
⭕„გელოდებით ევროვიზიაზე, იბრძოლე ამისათვის“ - როგორ ეხმაურებიან ბარბარა სამხარაძის ახალ ფოტოებს