სოციალურ ქსელში მსახიობის და იუმორისტის მიშა ანდღულაძის სკანდალური ვიდეო ვრცელდება, სადაც იგი ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოზე ჯვარზე საუბრობს.
„განსაკუთრებით ბევრი ჯვარი მხვდება ქალაქში. აი, რაღაც უცნაურ ადგილებში აღმართული და დასობილი ჯვრები, რაც ნიშნავს არ ვიცი. რამე აქცია?
აი მაგალითად, ერთ-ერთი ჯვარი არის შუქნიშნის გადასვლელთან და ვერ ვიგებ რატომ არის აქ უფრო დაცული ხარ? ქრისტიანების გადასასვლელია თუ რატომ არის. ვერ გავიგე რა უნდა ამ ჯვარს?“, - ამბობს მიშა ანდღულაძე.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
აღნიშნულ ვიდეოს საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს და თვლის, რომ ამით მიშა ანდღულაძემ მათი რელიგიური გრძნობება შეურაცხყო:
„ამდენი ჯვარი იმისთვისაა, რომ შენისთანა სატანებმა ვერაფერი დააკლონ მორწმუნე ადამიანებს და ჩვენი ქვეყანა დაიცვას შენნაირი მახინჯი სულის და სხეულის არსებებისგან...“,
„კარგად არასდროს იყო მარა ასეთი უგუნური თუიყო არმეგონა“,
„ქრისტეს ქვეყანაში ქრისტეს დასცინის ეს უბედური?! ეტყობა ჯვრის ძალა გაუწყრა და ბოლომდე წაართვა განსჯის უნარი!“,
„მეტი საღადავო ვერაფერი ნახე“,
„ამაზე როგორ შეიძლება გაგეღიმოს ? ჯვარი დასაცინია? გულდასაწყვეტია, სამწუხაროა“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მინი ვლოგი“ – როგორ ატარებს დროს გიორგი მამარდაშვილის მეუღლე