Digest Logo

🎥 „ბოშა გოგო გათხოვების შემდეგ შარვალს აღარ იცვამს და ისინი, დღეს მომზადებულ კერძს, ხვალ არ მიირთმევენ…“ - ბოშათა ბანაკის ტრადიციები, რომლებმაც დროს გაუძლო

1717762964
ბოშათა ბანაკი

„დღის პოსტს” ბოშათა ბანაკი სტუმრობდა, სადაც სტუმრებმა ბოშების ტრადიციებზე, კულტურასა და ცხოვრებაზე დეტალურად ისაუბრეს.  

ქართველი ქალი, როდესაც ბოშა კაცზე ქორწინდება, ბოშურ ტრადიციებზე გადადის. ამასთან, ბოშა გოგო გათხოვების შემდეგ შარვალს აღარ იცვამს…ბოშათა თემის წარმომადგენლებთან მომუშავე ნარგიზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბოშები დღეს მომზადებულ კერძს ხვალ არ მიირთმევენ…ამასთან იგი აღნიშნავს, რომ ბოშებს ეპიდემიის დროს არცერთი ვირუსი არ შეხვედრიათ.

ამ თემების უფრო ვრცლად გადაცემაში „დღის პოსტი“ დეტალურად ისაუბრა ნარგიზა ჯინჭარაძემ, რომელიც ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორია და ამ თემის წარმომადგენლებთან უწევს ყოველდღიურად მუშაობა. 

„იმ სკოლაში დავიწყე მუშაობა, სადაც სკოლის მახლობლად არიან დასახლებული ამ თემის წარმომადგენლები.  როდესაც ამ თემით არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდა და სკოლაში შემოვიდნენ, მივხვდი რომ მათ შიში ჰქონდათ სკოლის და ზოგადად ხალხის მიმართ“, - ამბობს იგი. 

„შერეული ქორწინებები, როდესაც ხდება უცნაური ის არის, რომ როდესაც კაცი ქორწინდება ბოშა ქალზე კაცი გადადის ამათ ტრადიციებზე და თუ  ბოშა ქალს ირთავს სხვა ეროვნების მამაკაცი ისიც ბოშურ ტრადიციაზე გადადის. ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ ბოშა გოგო გათხოვების შემდეგ შარვალს აღარ იცვამს…“, - ამბობს ნარგიზა ჯინჭარაძე.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 

 

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 გაიცანით, მიკროავტობუსის მძღოლი მანანა მოსულიშვილი, რომელსაც მგზავრები თბილისიდან რეგიონში გადაჰყავს

🎥 „ღამის სიჩუმე გაფანტე“ - ძმები არველაძეების და მანიკა ასათიანის შესრულება სოცქსელს იპყრობს

⭕6 გასართობი გადაცემა, რომლებიც ზაფხულის ცხელ საღამოს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ