სატელევიზიო ბადე უმეტესად დატვირთულია ხოლმე, საინფორმაციო გამოშვებებით და სერიალებით, თუმცა წამყვან არხებზე მაინც არის ის რამდენიმე გადაცემა, რომელიც თქვენ კარგ განწყობაზე ზრუნავს და ზაფხულის ცხელ საღამოს უფრო სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.
„დაიჯესტი“ ტოპ - 6 გადაცემას წარმოგიდგენთ, რისი ყურებით ძალიან ისიამოვნებთ.
1. „გვაჩვენე შენი ხმა“ - „რუსთავი2“
ეს არის მუსიკალური სუპერ შოუ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ გადის ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე.
გასართობი შოუ სამხრეთკორეული სატელევიზიო შოუს ქართულ ანალოგია.
მუსიკალურ პროექტში ექვსი იდუმალი პერსონაჟი მოგონილ ან რეალურ პროფესიას ირგებს. მონაწილე შეიძლება ვერ მღეროდეს, მაგრამ კარგი არტისტი უნდა იყოს და ყველას დააჯეროს, რომ მას სიმღერა შეუძლია. მეგაშოუს ექსპერტების მუდმივ ოთხეულში თაკო ფხაკაძე, ავთო გვასალია, პაატა გულიაშვილი და გიგი დედალამაზიშვილი არიან. მუსიკალური შოუს ყველა ეპიზოდში მაყურებელი ერთ მოწვეულ ექსპერტსაც ნახავს. შოუს წესების მიხედვით, ექსპერტები ექვსი მონაწილიდან მომღერლის გამოცნობაში მთავარ მოთამაშეს ეხმარებიან.
მეგა შოუს წამყვანი, „რუსთავი 2-ის“ მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სახე, მომღერალი თიკა ფაცაცია გახლავთ, რომელიც ამ შოუს უფრო ბრწყინვალებას მატებს.
2. „ვინ ვინ არის?“ - „იმედი“
მორიგი გასართობი გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ ორშაბათს 22:00 საათზე გადის „ვინ ვინ არის?“ გახლავთ.
გასართობი შოუ ბრიტანული შოუს ანალოგია, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა კოსტიუმები აქვთ მორგებული და მღერიან. ბრძოლა ანონიმურობისთვის, შეცვლილი ხმით, შეცვლილი ჟესტიკულაციითა და მანერებით - სრული გარდასახვა ხდება სცენაზე.
მეგაშოუში მონაწილე მართლაც „ვინ ვინ არის“ სულ 11-მა ადამიანმა იცის. მათ გაუთქმელობის კონტრაქტზე ხელი მოაწერეს და თუ პირობას დაარღვევენ, 50 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
გადაცემის ამჟამინდელი წამყვანი ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი არის.
გადაცემის ჟიურის წევრები არიან - ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი, მომღერალი ანრი ჯოხაძე, და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
3. „ავტოგრაფი“ - „იმედი“
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს 23:00 საათზე გადაცემა „ავტოგრაფი“ გადის, რომელიც კულტურას ეხება. „კულტურა ყველაზე მკვეთრ და მნიშვნელოვან ავტოგრაფს ტოვებს ადამიანთა ცნობიერებაში“ - ეს არის შოუს მთავარი კონცეფცია. პროექტის სტუმრები კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები არიან, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული კინოსა და თეატრის რეჟისორები, მწერლები და პოეტები, რომლებიც პრესტიჟულ ჯილდოს ფლობენ.
შოუში მონაწილეობს კამერული ორკესტრი და ბენდი.
„ავტოგრაფის“ შექმნის იდეა ბაკურ ბაკურაძეს ეკუთვნის. მისი წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძეა.
4. „გული მღერის“ - „რუსთავი2“
გასართობი შოუ „გული მღერის“ „რუსთავი 2-ზე" ყოველ შაბათს, 22:30 საათზე გადის და სწორედ აქ იწყება დიდი მუსიკალური დღესასწაული.
გადაცემა სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ საღამოს გვთავაზობს. წამყვანები კი არიან თავად ქართულ მუსიკაზე შეყვარებული ადამიანები: ნინო ჩხეიძე და ლაშა რამიშვილი.
5. „პრაიმ შოუ“ - „იმედი“
„იმედის“ მორიგი პოპულარული და რეიტინგული შოუ „პრაიმშოუა“, რომელიც უკვე რამდენიმე სეზონს ითვლის და მაყურებელს უამრავ ნიჭიერ ადამიანებს აცნობს, იხსენებენ წარსულს, ეხებიან მომავალს და ცდილობენ ყოველი ოთხშაბათი 22:00 საათიდან საზოგადოებას სხვადასხვა საინტერესო თემებზე მიაწოდონ ინფორმაცია.
გადაცემის წამყვანები არიან - ნინო ნადირაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია და ანრი ჯოხაძე.
6. „სხვა რაკურსი“ - „იმედი“
და ბოლოს რასაკვირველია მხიარული გია ჯაჯანიძე, ცდილობს მუდმივად იზრუნოს ჩვენ განწყობაზე და მოგვცეს საინტერესო ინფორმაცია, ყოველ ხუთშაბათს, საინტერესო სტუმრებთან ერთად იგი ყოველთვის გვამოზაგურებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ პატარა ვარსკვლავები „დიდ სცენაზე“ - 10 პოპულარული ბავშვი საქართველოდან