Digest Logo

🎥 „ჩვენ მხოლოდ ქიმია არ ვართ“ - რას ამბობს მეცნიერი ვასილ გაბუნია თავისუფალ ნებაზე

1786001356
ვასილ გაბუნია

შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების ერთობლიობა იყოს? არსებობს თუ არა თავისუფალი ნება? შეუძლია თუ არა გონებას გავლენა მოახდინოს სხეულზე?

ამ თემებზე „ჯაფარას პოდკასტში“ ცნობილმა ქართველმა გეოლოგმა და პალეონტოლოგმა ვასილ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერების ნაწილი ადამიანის ქცევას ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად მიიჩნევს, თავად მაინც ფიქრობს, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის უნარი აქვს.

„მე ვთვლი, რომ მაქვს თავისუფალი ნება. ბიოლოგები ხშირად საუბრობენ, რომ ადამიანის სურვილები, ფიქრები და გადაწყვეტილებები ტვინში მიმდინარე პროცესების შედეგია. ჩვენ ერთი დიდი ქიმიური ქარხანა ვართ... მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ ქიმიის მართვაც შეუძლია ადამიანს. სირცხვილის დროს გაწითლება ან ძლიერი ნერვიულობისას გახშირებული გულისცემა - ორივე შემთხვევაში ცვლილებები სწორედ შინაგანი განცდების შედეგად ხდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: