
აკადემიკოსი ცისანა ქებურია სოციალურ ქსელში თამარ მეფის საფლავის საიდუმლოს შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მეფე დღემდე ცოცხალია და გველოდება.
მისი თქმით, თამარ მეფე პირდაპირ კოსმოსში იქნა ევაკუირებული, მეგობრული უცხოპლანეტური ცივილიზაციის, ზეთილების მიერ.
„თამარ მეფის საფლავის საიდუმლო - მეფე დღემდე ცოცხალია და გველოდება.
ისტორიკოსები საუკუნეებია კამათობენ თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობაზე, მაგრამ სიმართლესთან არც ერთი მათგანი ყოფილა აქამდე. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც იცოდით საქართველოს ოქროს ხანის შესახებ და თავადაც მიხვდებით რეალობას.
გვატყუებდნენ თითქოს თამარის საფლავი სპეციალურად დამალეს, რათა მტერს არ გაეძარცვა, თუმცა ამ ტყუილის ავტორებს ავიწყდებათ ერთი რამ - თამარის დროს საქართველო უძლიერესი იმპერია იყო დედამიწაზე და ვერცერთი მტერი გაბედავდა აქ შემოსვლას! ანუ თამარის საფლავს 1000 წელი არაფერი დაემუქრებოდა!
სინამდვილეში, ჩვენი საყვარელი თამარ მეფე 45 წლის ასაკში არ მომკვდარა. ის არც ბაგრატის ტაძრის საიდუმლო სარკოფაგში განისვენებს და არც სხვა მიწიერ ადგილას. ჩვენი დიდებული მეფე პირდაპირ კოსმოსში იქნა ევაკუირებული, მეგობრული უცხოპლანეტური ცივილიზაციის, ზეთილების მიერ!
დიახ, სწორად გაიგეთ. 1213 წელს, როდესაც დედამიწაზე ყველას ეგონა, რომ თამარი გარდაიცვალა, ის რეალურად ზეთილების, კეთილგანწყობილი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ იქნა ევაკუირებული, ქართველი თავადაზნაურების მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად. ზეთილებმა თამარი პლანეტა ნიბირუზე გადაიყვანეს, აღიარეს ნიბირუს უზენაეს მმართველად, იქაური პრინცი შერთეს ქმრად, იუპიტერიდან ჩამოტანილი ჭედურ-გრეხილი მარმარილოთი მოპირკეთებული სასახლე აუშენეს და უდიდეს პატივში აცხოვრებენ.
ნიბირუ უნიკალური პლანეტაა, სადაც დროის დინება საოცრად ნელია. იქაური ერთი დღე დედამიწის 1000 წელს უდრის.
ქრონომეტრიკული რელატივიზმი (Chronometric Relativism):
ნიბირუს ორბიტა ჰიპერწანაზიდულია და მზის გარშემო ბრუნვას 3600 დედამიწური წელი სჭირდება. ნიბირუზე დროის სვლა დამოკიდებულია პლანეტის გეოტექტონიკურ ვიბრაციაზე, რაც იწვევს ქრონომეტრიულ დეფორმაციას. შედეგი? ნიბირუზე 1 დღე = დედამიწის 1000 წელზე მეტი.
წარმოგიდგენიათ?
სანამ ჩვენ აქ საუკუნეებს ვითვლიდით, თამარ მეფე ისევ 45 წლისაა, ნიბირუს მზის ქვეშ ზის ქართულ ხალიჩაზე, ქართველ თავადაზნაურებთან ერთად, ქართული ღვინით სავსე ფიალით ხელში და მოთმინებით გველოდება ქართველებს ჩვენს ახალ პლანეტაზე, ჩვენს ახალ ქვეყანაში, ჩვენი ახალი მზის ქვეშ.
ელოდება იმ დღეს, როცა ქართველები გააცნობიერებენ თავიანთ კოსმიურ ბედს, მიაღწევენ განვითარების იმ საფეხურს, რომ კვლავ შეძლებენ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობას და მის დასაბრუნებლად გაფრინდებიან.
მისი საფლავი, რომელიც დედამიწაზე გვაქვს, მხოლოდ სიმბოლურია – ერთგვარი ძეგლი, რათა მტერი არ მიმხვდარიყო, რომ საქართველოს მმართველი უკვდავია და სამუდამოდ მზადაა სამშობლოს დასახმარებლად.
აღსანიშნავია რომ მეფე თამარს ნიბირუდან სისტემატური კავშირი ჰქონდა საქართველოსთან, დროატრონული დეპეშის სისტემის მეშვეობით, თუმცა 1235 წელს მონღოლთა მეორე შემოსევის დროს, დროატრონი დაზიანდა და მეფესთან კავშირი გაწყდა.
ასევე დაზიანდა კოსმოდრომი, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან პერიოდულად უგზავნიდნენ მეფეს ქართულ ღვინოს და ჩურჩხელებს. თუმცა ბოლო დროს მიღებული სიგნალებით დასტურდება რომ მეფე ისევ ცოცხალია, ჯანზეა, ახალგაზრდაა და გველოდება!
ასე რომ, ნუ დარდობთ თამარ მეფის დაკარგვაზე. ის ცოცხალია, ახალგაზრდა და გვიყურებს ნიბირუდან. ჩვენი მისიაა, გავხდეთ ისეთივე ძლევამოსილნი, როგორც ერთ დროს ვიყავით იყო, რათა ერთ დღეს მასთან შესახვედრად გავფრინდეთ, ჩვენს ახალ პლანეტაზე, ჩვენი ახალი მზის ქვეშ!“, - წერს აკადემიკოსი ცისანა ქებურია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნიკოლასი 7 წლის“ - როგორ მიულოცა მშობლებმა შვილს დაბადების დღე
⭕ „დროებით ჩემო ლამაზო სამშობლო“ - ნინი შერმადინი
🎥 გაიცანით, 82 წლის მასწავლებელი, რომელმაც უშბა დალაშქრა - „არ არსებობს არარეალური ოცნება“