Digest Logo

🎥 გაიცანით 82 წლის მასწავლებელი, რომელმაც უშბა დალაშქრა: „არ არსებობს არარეალური ოცნება“

1756966591
82 წლის ქალი

82 წლის, ლეილა ოვაშვილმა უშბა დალაშქრა. 

როგორც იგი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს, ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

„ჩემთვის მთავარია დრო არ გავიდეს ისე, რომ რამე საინტერესო და პოზიტიური არ მოხდეს. ვცდილობ, ყველაფერში დავინახო პოზიტივი და როცა გონება მოძრაობს, ემოციებია... სიცოცხლეც ალბათ ეგ არის.

ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ბავშვობიდან მიყვარს მოგზაურობა და სიახლეების ნახვა.

როცა უშბაზე ავედი, იქ ისეთი სილამაზე იყო მოლოდინს გადააჭარბა, საკუთარი თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა.

ასე მგონია, რომ არ არსებობს არარეალური ოცნება, ის ყოველთვის სინამდვილეს ეფუძნება, რომლისაც გჯერა როცა მიზანი გაქვს დასახული, ამას გონება გიკარნახებს“, - ამბობს ლეილა ოვაშვილი. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დროებით ჩემო ლამაზო სამშობლო“ - ნინი შერმადინი

⭕მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი - საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება

⭕დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ