უცხოური გამოცემა „nypost.com“ გამომძიებელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს ფარულ დოკუმენტებს მსოფლიოს ლიდერების ქონების შესახებ.
ერთ-ერთ დოკუმენტში კი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქონების შესახებ წერია.
მედიის ყურადღება მიიპყრო დოკუმენტმა პუტინის „იდუმალი საყვარელი ქალის“ ქონების შესახებ.
1990 -იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინის საყვარელი ქალი სვეტლანა კრივოგორიხი გახლდათ. ამის შემდეგ იყო საუბარი უკანონო შვილზე, ლუიზა როზოვას, იგივე ელიზავეტა კრივოგორიხის შესახებ. თუმცა რამდენად რეალურია მისი და პუტინის მამაშვილობა უცნობია.
რაც შეეხება ელიზავეტას დედას, ფარულ დოკუმენტებში აღმოაჩინეს ინფორმაცია, რითაც მტკიცდება, რომ სვეტლანა ფლობს დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას, მათ შორის, იახტებს, მდიდრულ აპარტამენტებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთ მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა.
ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ქალი, რომელიც საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო, დღეს მილიონებს ფლობს. ქონება კი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵4 ნივთი ქართველებისთვის პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად
🔵„იმედის“ გადაცემას შეწირული ოჯახი, რომანი გიორგი ყიფშიძესთან და დაპირისპირება დუტა სხირტლაძესთან - ნატა გულიაშვილის სკანდალები
🔵ნათლია მცირეწლოვან ნათლულზე ძალადობდა... გოგოს ბიჭები სარდაფში ჩაჰყავდა და აიძულებდა სექსუალური კავშირი დაემყარებინათ მასთან - 2 გაუხმაურებელი ამბავი