რას ნიშნავს სინამდვილეში მადლიერება ამ პლანეტის მიმართ? - ცოტა ხნის წინ მსოფლიომ, (22 აპირლს) დედამიწის დღე აღნიშნა.
დედამიწას არ სჭირდება მხოლოდ ქება წელიწადში ერთხელ. მას სჭირდება, რომ სუნთქვის საშუალება მივცეთ და მასთან ერთად, ჩვენც ვისუნთქოთ.
ჩვენი ნერვული სისტემა ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ ამ პლანეტაზე. დაძაბული ადამიანი სხვანაირად მოიხმარს, სხვანაირად ყიდულობს, სხვანაირად აშავებს და სხვანაირად ჩქარობს.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში სიმშვიდეს ვერ პოულობს, შეეცდება გარედან „შეივსოს“ და სწორედ აქედან იწყება დედამიწაზე ზეწოლაც: გადამეტება, სიჩქარე, დაგროვება, ფლანგვა და გაუცნობიერებლობა. ამიტომ, ის სიკეთე, რაც პლანეტისთვის გვსურს, მხოლოდ კანონებითა და დისკურსებით არ იწყება. ის იწყება იმით, თუ როგორ ვაწესრიგებთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას. იმით, თუ როგორ ვირჩევთ სუნთქვას მანამ, სანამ ავიღებთ, ვიყიდით, მოვჭრით, გადავაგდებთ ან იმაზე მეტს მოვითხოვთ, ვიდრე გვჭირდება.
დღეს, ან მომდევნო დღეებში, თუ ამას იგრძნობთ, დარგეთ რამე. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ხე, ყვავილი, ქოთანში ჩთესილი თესლი თუ პატარა მცენარე ფანჯრის რაფაზე. მნიშვნელოვანია ჟესტი. მნიშვნელოვანია მონაწილეობა ის, რომ შენს შემდეგ რაღაც ცოცხალი დატოვო.
მადლიერება მხოლოდ „მადლობის“ თქმას არ ნიშნავს. ის ნიშნავს იმას, რომ დაიწყო მოქცევა ისე, თითქოს გააცნობიერე, რას იღებ ყოველდღიურად ამ დედამიწისგან.
დღეს, როცა ამას კითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა კალენდარზე რომელიც რიცხვია, კარგი დღეა იმისთვის, რომ გაჩერდე, ისუნთქო, მადლობა გადაიხადო და დარგო რამე. ნებისმიერი რამ. რადგან თუნდაც ერთი, მართლა დარგული სიცოცხლე, ათას სიტყვაზე მეტს ამბობს. ისევე, როგორც შენ თესავ შენს სურვილებს სამყაროში, ასევე შეგიძლია დაუჭირო მხარი იმას, რაც თავად გიჭერს მხარს შენი სურვილების მატერიალიზაციაში.
