Digest Logo

„დედამიწაზე დიდი რესტარტი მიმდინარეობს, მაგრამ ნუ აჰყვებით მასობრივ პანიკას, ვინც შიშს თესავს, რწმენას გისუსტებს“: თეო ხაბულიანი საზოგადოებას მიმართავს

1795695056
თეო ხაბულიანი

პიროვნული მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეხმაურება გავრცელებულ მოსაზრებებს ე.წ. დიდ რესტარტზე, „5D-ში გადასვლასა“ და მოსალოდნელ მასობრივ კატაკლიზმებზე. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ შიშს, დაეყრდნონ რწმენას და ყურადღება არ გაამახვილონ სენსაციურ თეორიებზე.

ხაბულიანის თქმით, ადამიანებში შიშისა და პანიკის დათესვა ხშირად ყურადღების მიქცევის მცდელობას უკავშირდება და ადამიანებს რწმენას ასუსტებს. პოსტში იგი საკუთარ გამოცდილებაზე, განვლილ სირთულეებსა და მადლიერების მნიშვნელობაზეც საუბრობს:

„ახლა დედამიწაზე დიდი რესტარტი მიმდინარეობს... დიდი ხნის წინ ვწერდი ხოლმე სტატიებს, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ფსიქიკური პრობლემები შეექმნებოდა, და ეს უკვე დაწყებულია, თუ ამჩნევთ გარშემო.

ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ დედამიწა 5D-ში გადადის და მხოლოდ კაცობრიობის 10% გადარჩებაო. მინდა გთხოვოთ, არ უსმინოთ მსგავს რამეებს, მით უმეტეს, არ შეგეშინდეთ და არ დაიჯეროთ, რადგან ეს პირდაპირი მნიშვნელობით ღვთის რწმენიდან შორს დადგომაა. ღმერთი არ არის უსამართლო, რომ - აი, თეომ გაიღვიძა და გადავარჩენო, და ნინამ ვერ გაიღვიძა, გავანადგურებო. ჩვენ სხვა ღმერთი გვყავს, რომელიც არ ყოფს ადამიანებს კარგებად და ცუდებად, და რაც მთავარია, ის უპირობოა. თუ ღმერთი უპირობოა, მაშინ რატომ გჯერათ, რომ ზოგს გადარჩენის შანსს აძლევს და ზოგს - არა?

ჩემი მოკრძალებული აზრით, ვინც შიშს თესავს ადამიანებში, მას სუფთა ზრახვები არ აქვს. უბრალოდ, აუდიტორიის ყურადღება სჭირდება და ის, რომ თითქოს საჭირო იყოს ხალხისთვის. ვინც შიშს თესავს, რწმენას გისუსტებს...

რამდენი შეშინებული ადამიანი მწერს, იცით? ყველა მათგანს ერთად გეუბნებით, რომ მიენდეთ ღმერთს - ის არის უზენაესი და არ უსმინოთ ადამიანებს, ვინც ქაოსს ნერგავს.

კი, მართლაც დიდი ცვლილებებია სამყაროში; კი, მართლაც იცვლება ყველაფერი - სრულდება ძველი, რომ დაიწყოს ახალი ერა...

ოდესღაც ქრისტე მოვიდა და ჩვენც ვერ ვიცანით. ახლაც იგივე მეორდება, უბრალოდ, ის სხეულით არ მოდის - ის ჩვენს ყველას გულებს ეხება და ცნობიერად უნდა მივიღოთ.

ყველაფერი, რაც ახლა იშლება, ყველაფერი, რაც ახლა გენგრევა, ყველა ადამიანი, ვინც ახლა შენგან მიდის, ყველა მოვლენა, რაც ახლა სიმძიმეში გამყოფებს, მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი შენს არსებობას აღარ ეხმიანება.

ახალ ეტაპზე გადასვლის დროა და ნუ ეცდები, ეს წინააღმდეგობით შეაკავო - პირიქით, იყავი მადლიერი ღმერთის, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს...“

რაც წასასვლელია წავა.
რაც შენია დარჩება.
რაც მოსასვლელია მოვა.

იცით, რამხელა ტკივილი გამივლია?

იცით, რამხელა განსაცდელების წინაშე ვმდგარვარ?

იცით, რამდენჯერ ვიდექი სიკვდილის წინაშე?

და იცით, როგორი მადლიერი ვარ ამის?

რომ არა ეგ ყველაფერი ეს სიმყარე ვერ მექნებოდა რაც მაქვს, რომ არა ეგ ტკივილი მე ვერ მივხვდებოდი რა არის მადლიერება, რომ არა ის განსაცდელები ვიცხოვრებდი ვარდისფერი სათვალით, რომ არა ეს ყველაფერი დღეს ვერავინ ივლიდით ჩემთან, რადგან ვერ გავიგებდი რა გტკივათ და სად გტკივათ, მაქსიმუმი ტკივილი გავიარე და ახლა ზუსტად იქ მესმის ადამიანების, სადაც მათ სტკივათ, რადგან ყველაფერი თავად მაქვს გავლილი...

ყველა ეკალი ღირდა იმისთვის, რომ არსებობის სილამაზე დამენახა..

რწმენა ის არის, რაც მასუნთქებს. მე იმის კი არ მწამს, რომ ხვალ მაგარი სახლი მექნება ან მაგარი კარიერა, მე იმის მწამს, რომ როგორც და რაც იქნება, ყველაფერი ღვთის ნებაა, და თავად ღვთის ნებაა ჩემთვის უზენაესი და არა ის, რაც მე მინდა.

ჩვენ გვინდა, რომ სულ კარგი ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ გვავიწყდება, რომ სამყარო ბალანსია. აღმასვლა და დაღმასვლა მუდმივი ციკლია, მაგრამ თუ შენ ენდობი ღმერთს, გინდ აღმასვლა იყოს და გინდ დაღმასვლა, იღებ ყველაფერს ისე, როგორც არის, და არ განგრევს.

თოვს, წვიმს, ქარია, მზეა, ყინვაა - შენ კი უძრავად დგახარ მთასავით. მოვლენები მიდიან და მოდიან, მაგრამ შენ სულ სიცხადეში ხარ და არ ზემოქმედებენ ისინი. აღარ ინგრევი, რადგან ცნობიერად იცი, რომ შენ არ ხარ შენი წარსული ტკივილი - შენ ხარ ღვთიური არსი, რომელიც ამ ყველაფერს მიღმაა.

ახლა საუკეთესო დრო და პერიოდია იმისთვის, რომ გაუშვა ყველაფერი, რაც აქამდე გჭამდა, რაც განგრევდა, რაც სასოწარკვეთილსა და უბედურს გხდიდა.

დღეს თუ შენ ამას კითხულობ, გიგზავნი ძალასა და სიყვარულს, სითბოსა და ჩემს წილ რწმენას.

მადლობით დაიწყე - ღმერთს მადლობა უთხარი ყველაფრისთვის, რაც იყო, და იმ ყველაფრისთვის, რომ მარტო არასოდეს დაუტოვებიხარ.

როდესაც ყველაფერი დავკარგე, მაშინ გავაცნობიერე, რომ რაც არ უნდა დამეკარგა, რა მნიშვნელობა ჰქონდა — ღმერთი ხომ სულ არის! და ყველაფერ დროებითზე დარდს მოვეშვი და მივყევი მას, ვინც თავად მარადიულობის წყაროა, ანუ ღმერთს. და მას შემდეგ აღარაფერს გავუტეხივარ.

დაბრუნდე შინ ნიშნავს, დაბრუნდე ღმერთთან.

თითოეული ადამიანი ამბობს, მწამსო, მაგრამ თუ გწამს, რისი ან ვისი გეშინია? არის ვინმე ღმერთზე მაღლა?

თუ რამე მოხდება, ეგეც ღვთის ნება იქნება.

განუდექით მასობრივ შიშს, რომელსაც თესავენ - მათ თავად არ სწამთ და თავად ეშინიათ.

სიცხადე არის სინათლე. იყავით ცხადნი. ვისაც რა უნდა, ის თეორიები მოჰყვეს.

არავინ იცის, ხვალ რა იქნება, თავად ღმერთის გარდა.

რაც მეტად გეშინიათ, მით მეტ საშიშ რამეებს ნერგავენ. განუდექით ამ ყველაფერს იმით, რომ ენდოთ ღმერთს — არ კვებოთ ენერგიით შიში, კვებეთ ნდობა.

გამოდის ხალხი - ექსტრასენსი ვარო, მოიმარაგეთ საჭმელიო, ისო, ესო - და ხალხსაც ეშინია. გთხოვთ, გაჩერდით. ადამიანები ისედაც დაზაფრულები არიან, კიდევ ეგ უნდათ?

მე ბევრჯერ მანახა ღმერთმა მარადიული სამყარო. კომაში ვიხილე ეს და ამ მარადიულობაში ვიგრძენი ღვთაებრივი სიჩუმე და ის, თუ რა ლამაზია ღვთის ქმნილი სამყარო და როგორ აუფასურებს მას ჩვენი ტვინები.

პოსტი ვრცელი გამომივიდა, თუმცა მინდოდა მეთქვა, რომ მასობრივ პანიკას არ აჰყვეთ, ღმერთს ენდოთ და თქვენს გულებს. მიყვარხართ“,- წერს ხაბულიანი.

✕