Digest Logo

დღეს დიდი ხუთშაბათია - 5 რამ, რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ

1681361760
სახლის დალაგება

დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას
ვნების შვიდეული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეებია. ამ დღეების გახსენებით ყოველი ქრისტიანი სულიერად ბრუნდება იმ სამყაროში, სადაც მაცხოვარი ჯერ კიდევ კაცობრიობის გვერდით იყო.

დიდ ხუთშაბათს უამრავი ტრადიცია უკავშირდება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და მატერიალური კეთილდღეობა.

იბანავეთ დღისით

ტრადიციის მიხედვით დიდ ხუთშაბათს დღისით უნდა იბანაოთ. ადექით მზის ამოსვლამდე და მიიღეთ შხაპი. ამ დროს წყალს სამკურნალო ძალა აქვს - ჩამოგბანთ წყევლას, დაავადებასა და ცოდვებს.

შეიცვალეთ ვარცხნილობა

თუ ვარცხნილობის შეცვლა დიდი ხანია გსურთ. ახლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. შეჭრილ თმასთან ერთად მიდის ბოროტება, ავი თვალი და დაავადებები.

ეწვიეთ ტაძარს

წადით ტაძარში, ეზიარეთ. ეს ცოდვებისგან გაგანთავისუფლებთ.
დიდ ხუთშაბათს ენთება ცეცხლი, რომელიც სანთლის საშუალებით სახლამდე უნდა მიიტანოთ. მიიჩნევა, რომ ასეთი სანთელი სახლს მთელი წლის განმავლობაში უბედურებისა და ხანძრისგან დაიცავს.

სახლის დალაგება

თუ სახლს კარგად დაალაგებთ, სიხარული გაჩნდება. ნუ დაგეზარებათ ფანჯრების, კარების, კედლების, იატაკის, ჭერისა და სხვა ყველაფრის დასუფთავება. განთავისუფლდით გამოუსადეგარი, ძველი ნივთებისგან, მაგრამ ნუ გააჩუქებთ, გამოუსედაგარი ნივთები სჯობს გაადაგდოთ.

დაითვალეთ ფული

ნუ გაასხეხებ და მეზობლებს ნუ ათხოვებ სამზარეულოს ჭურჭელს. მთელი წლის განმავლობაში ფინანსური უზრუნველყოფისთვის, გადათვალეთ ფული, რაც გაგაჩნიათ.