Digest Logo

🎥 დღეს იოგას საერთაშორისო დღეა

1718950502
დღეს იოგას საერთაშორისო დღეა

დღეს იოგას საერთაშორისო დღეა, იოგას საერთაშორისო დღე მსოფლიოში პირველად 2015 წელს აღნიშნეს. 21 ივნისი გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში 2014 წლის 11 დეკემბერს შევიდა.

იოგა ინდური კულტურის ცნებაა, რომელიც ფართო გაგებით, აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ანუ გაღმრთობა) უნდა ჩაითვალოს.

ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა იოგისა და მედიტაციის მოყვარულებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ მსგავსი ფიზიკური აქტივობები ნამდვილად აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას და ადამიანებს საკუთარი ემოციების უკეთესად მართვაში ეხმარებიან.

ასევე, კვლევებითაა დადგენილი ისიც, რომ იოგა სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს.

ამ დღესთან დაკავშირებით „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში იოგას ხაშურის ცენტრიდან სტუმრობდნენ 40 + ქალები.

ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:  

⭕„ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს“ - რას წერს თემურ ქეცბაია საქართველო თურქეთის თამაშზე?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით