Digest Logo

„დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოზე

1762327917
ლელა კაკულია

ლელა კაკულია ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არაერთხელ ქცეულა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებები.

ამჯერად კი ახალი ნაწინასწარმეტყველება გავრცელდა, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოზეა, როგორც პოსტში ვკითხულობთ მსოფლიო ომი არ დასრულდება, პირიქით, უფრო ახმაურდება, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად საქართველო დაცულია.

„გთავაზობთ ლელა კაკულიას უახლეს წინასწარმეტყველებას.

იმედია, მავანნი ახლა მაინც მიხვდებიან, რა ბომბებს გულისხმობდა ქალბატონი ლელა წინა პოსტში, რომელსაც ტროლთა შემოსევა მოჰყვა.

3 ნოემბერი, 2025 წელი

დედამიწა ძალიან დაიძაბება, ძალიან. ვხედავ, ომები ისევ გრძელდება. მოლაპარაკებებს ბოლო არ უჩანს. ირანისა და ტრამპის ურთიერთობები ჩიხში შევა. თეირანი იმუქრება ბირთვული ბომბის სროლით და ეს მიზეზი ექნება ტრამპს — პირდაპირ ირანის ერთ-ერთ ქალაქს დაუმიზნებს ბომბს. მოლაპარაკება არ შედგება, სანამ პირისპირ არ დადგებიან მებრძოლნი და არ შეებრძოლებიან.

ამავე დროს ამერიკა მაინც ვერ მოახერხებს კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ისრაელს ომები ელის. ისრაელი განაგრძობს თავის ომებს.

საინტერესო ერთი რამაა, რომ ვხედავ, მოდის გენერალი ირანში, რომელიც ხელში აიღებს სამხედრო მართვას ყველა წერტილისა და უხელმძღვანელებს ახლო აღმოსავლეთის ჯარს. ის ჩაუდგება სათავეში. აი აქ არის დიდად დასაფიქრებელი, მაგრამ როგორც უნდა დაფიქრდნენ, რაც ახლა ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება.
ცალკე თურქეთი თავის თამაშებს თამაშობს ევროპასთან და რუსეთთან. ბალტიის ზღვაზე რუსეთს გეგმა აქვს მომზადებული, ⁠⁠რომ საბაბი მიეცეს და დაარტყას ბალტიისპირეთს.

ასე რომ მსოფლიო ომი კი არ მიჩუმდება, პირიქით, უფრო ახმაურდება.

და ამ ყველაფრის პარალელურად საქართველო დაცულია — ბომბების ცვენას არ ვხედავ საქართველოში!
დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...

თანამდებობებიდან მოხსნებს „ოცნება“ ჯერ არ მორჩენილა — ბოლომდე ჩაყვება. დაჭერების ახალ სერიალებს ვხედავ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანი დააკავა