Digest Logo

„ძველქართული წარმართული ქალღმერთი იყო, რომელიც ბუნების ძალებს, სიყვარულს და დედობას განკარგავდა...“ - ხათუნა ნოელი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

1734419039
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს ძველ ქართულ მითოსზე აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„იშთარი, იშტარი - ხორციელი ვნებების, ძლიერი სურვილის ( ასევე შუღლისა და ომისაც, მაგრამ ამაზე სხვა დროს) ქალღმერთად ითვლებოდა ძველ ბაბილონსა და ასურეთში.

მეგობარს ედო ეს ფოტო და უცებ ასოციაციურად ერთი ქართული სიტყვა გამახსენდა, რომელიც თითქმის გამქრალია დღევანდელი სასაუბრო ენიდან - იშტა.

იშტაზე მომიყვანაო, ამბობდნენ წინათ, რაც ნიშნავდა, რომ რაღაცის სურვილი აღეძრათ.

საინტერესო პარალელია. ასტროლოგიურადაც ხომ ჩვენი სურვილები იშთარს ანუ ვენერას აბარია..

ისე, ეთერი, ანუ ესთერიც ამ სიტყვიდან მოდის. შემდეგ თვითონ ესთერმაც განიცადა მიდიურ ენაში სახეცვლილება და ასტ(ა)რა-დ ანუ ვარსკვლავად იქცა.

გამოდის, რომ ვენერა, იგივე იშთარი, ნიშნავს ეთერსაც (ანუ ჰაერს) და ვარსკვლავსაც.

ამის გათვალისწინებით, ქართულ მითოსში რომ ეთერი გვყავს, სულ სხვაგვარად შეიძლება რომ იქნეს გააზრებული.

და რა საინტერესოა, რის პერსონფიკაციას წარმოადგენენ ნეტავ ან აბესალომი ან მურმანი.

და ისიც გამახსენდა რომ იშთარი იგივე ინანაა შუმერულში...ხოლო ნანა ძველქართული წარმართული ქალღმერთი იყო რომელიც ბუნების ძალებს, სიყვარულს და დედობას განკარგავდა...იავნანას საგალობელიც მას ეძღვნება.

რა დროს ეგ არისო, არ მითხრათ. ცოტა ტვინი თუ არ გადავრთე სხვა რამეზე, ამიფეთქდეს ლამის“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგ სეზონში მიიღებს მონაწილეობას - ვინ იქნება მისი პარტნიორი?

⭕7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ვანუატაში - სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ კვირაში მნიშვნელოვან მოვლენას ელოდება