ტელეფონის ეკრანზე ფოტოს შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის და ის ერთგვარი „ენერგეტიკული დაკვეთაა“ სამყაროს მიმართ - არსებობს რამდენიმე პრაქტიკული და ენერგეტიკული მიზეზი, რის გამოც გარკვეული ტიპის გამოსახულებების დაყენება რეკომენდებული არ არის.
რეკომენდებული არ არის:
⭕ ბავშვის ფოტოები - ტელეფონი არის ნივთი, რომელსაც დღის განმავლობაში უამრავჯერ ვიღებთ ხელში საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, რიგში, შეხვედრებზე. ყოველ ჯერზე, როდესაც ეკრანი ინთება, ბავშვის გამოსახულება ხვდება სრულიად უცხო ადამიანების მზერას. დიდია შანსი თვალის აღების.
⭕ აგრესიული ცხოველები - ღია პირით ან თავდასხმის მომენტში მყოფი ცხოველები, მგელი, ვეფხვი და ა.შ. ითვლება, რომ ოჯახში ან პირად ცხოვრებაში კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს.
⭕ მარტოობის სიმბოლოები - ერთი მარტოხელა ხე, ადამიანი ან ნავი. ითვლება, რომ ასეთი სურათები ქვეცნობიერად აპროგრამებს მარტოობას.
⭕ ჩონჩხები, თავის ქალები და სიკვდილის ატრიბუტიკა - მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგჯერ მოდურია, ეზოტერიკაში ისინი „ნეკროტიკულ“ ენერგიასთან ასოცირდება, რაც სასიცოცხლო ძალებს ფიტავს.
⭕ დამდგარი, ჭაობის ტიპის წყალი - წყალი ენერგიაა. თუ ეკრანზე გაქვთ დამდგარი, მუქი წყალი, ეს იწვევს ენერგეტიკულ სტაგნაციას, ცხოვრებაში საქმეები აღარ იძვრება ადგილიდან.
⭕ შემოდგომის ფოთოლცვენა ან გამხმარი ყვავილები - ეს არის ბუნების „კვდომის“ ფაზა. მუდმივი ყურება ასეთ კადრებზე იწვევს მელანქოლიას და სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითებას.
⭕ გარდაცვლილი ახლობლები - რაც არ უნდა გიყვარდეთ ისინი, ტელეფონის ეკრანი, რომელიც მატერიალური სამყაროსა და მუდმივი კავშირის სიმბოლოა არ არის მათი ადგილი. ეს ქმნის არხს „იქითა სამყაროსთან“, რაც ადამიანს ართმევს აწმყოში ყოფნის რესურსს.
⭕ ტრაგიკული ბედის მქონე ცნობილი ადამიანები - მაგალითად, მერილინ მონრო, პრინცესა დიანა და სხვ. მათი ფოტოს დაყენებით, თქვენ უნებლიეთ იღებთ მათ ბედისწერას ან ემოციურ სიმძიმეს.
⭕ წყვილის ფოტოები - ისევე როგორც ბავშვის შემთხვევაში, როდესაც დაბლოკილ ეკრანზე (Lock Screen) წყვილის ფოტო გაქვთ, თქვენს პირად ბედნიერებას უამრავი უცხო ადამიანის მზერას სთავაზობთ. ეზოტერიკაში ითვლება, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. სხვისმა შურმა ან თუნდაც უნებლიე ნეგატიურმა ფიქრმა შესაძლოა ბზარი გააჩინოს ურთიერთობის ჰარმონიაში. მოერიდეთ ფოტოებს, სადაც ერთ-ერთი ზურგითაა ან სხვადასხვა მხარეს იყურებით, ეს ქვეცნობიერად დაშორების პროგრამას ააქტიურებს.
რეკომენდებულია:
საუკეთესო ვარიანტია ბუნების ხედები, მშვიდი წყალი, კოსმოსი, ფერადი ძვირფასი ქვები, ზღვის ხედები, გზა ან აბსტრაქტული ფორმები, რომლებიც სიმშვიდესა და ჰარმონიას აღძრავს.
ფინანსური კეთილდღეობისთვის - ჩანჩქერები, სუფთა, მოძრავი წყალი, აყვავებული ბაღები, ოქროსფერი ან მწვანე აბსტრაქციები
სიყვარულისთვის - წყვილი ობიექტი, ორი ჩიტი, ორი ყვავილი, წყვილი ფიგურა.
წარმატებისთვის - მთები, წინსვლა და მწვერვალების დაპყრობა, მზის ამოსვლა ან ფრინველები ფრენისას.
დაბოლოს:
ეზოტერიკოსები გვირჩევენ, რომ ფონი თვეში ერთხელ მაინც გამოვცვალოთ, რათა ენერგია არ „დაიგუბოს“ და მუდმივი განახლების პროცესი ჩაირთოს.