Digest Logo

ექიმი ლევან შელეგია ქრონიკული დაღლილობის 6 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ასახელებს

1767763297
ლევან შელეგია

ქრონიკული დაღლილობა თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემად რჩება. გერმანიაში მოღვაწე ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაღლილობის მიზეზი ყოველთვის მხოლოდ გადაღლა არ არის და ხშირად მას კონკრეტული სამედიცინო ან ცხოვრებისეული ფაქტორები იწვევს.

მედიკოსის განმარტებით, ქრონიკული დაღლილობის პირველი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უხარისხო ძილია.

„ქრონიკული დაღლილობის 6 ყველაზე ხშირი მიზეზი:

1️⃣ უხარისხო ძილი ეს ან იცით ან არ იცით, თუ გაქვთ ძილის აპნეა (sleep apnea). თუ ხვრინავთ, ჭარბი წონა გაქვთ, სედატიურ პრეპარატებს და ალკოჰოლს იღებთ, გაქვთ ამის რისკი. ამ დროს გგონიათ, რომ 7-8 საათი გეძინათ, მაგრამ ძილი იყო უხარისხო.

2️⃣ რკინის ნაკლებობა ძალიან გავრცელებული, განსაკუთრებით ქალებში და ვეგეტარიანელ-ვეგან მოსახლეობაში. არ შეიმოწმოთ სისხლში მხოლოდ რკინა, არამედ რკინის მარაგიც, იგივე Ferritin

3️⃣ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ნახეთ სისხლში: - TSH - T3 - T4

4️⃣ გარკვეული მედიკამენტების მიღება ყველაზე ხშირად

ეს მედიკამენტები იწვევენ დაღლილობას

🔺დამამშვიდებლები

🔺საძილეები

🔺ანტიეპილეფსიურები

🔺ანტიალერგიულები

🔺ანტიფსიქოზურები

🔺ანტიდეპრესანტები, განს. მირტაზაპინი

🔺ზოგი წნევის დამწევი (ბეტა ბლოკერები, ქლონიდინი (კლოფელინი)

🔺ანტიბიოტიკები, განსაკუთრებულად "ფლოქსაცინები"

🔺ზოგი ტკივილგამაყუჩებელი, ყველაზე ხშირად მეტამიზოლი, იგივე ანალგინი

5️⃣ D ვიტამინის ნაკლებობა განსაკუთრებით ახლა, ზამთარში. მე ბნელ ბერლინში ყოველ დღე ვიღებ 5000 საერთაშორისო ერთეულს I.U. ოქტომბრიდან აპრილამდე.

6️⃣ ქრონიკული სტრესი და გაღიზიანებული ტვინი გადაძაბულ ორგანიზმს უჭირს გათიშვა. მითუმეტეს თუ ფსიქიკაა მხოლოდ დაღლილი და სხეული ნაკლებად. ამ დროს კარგია ფიზიკური დატვირთვა, ცხელი შხაპი, საუნა, მუსიკა, არაფრის კეთება და ეფექტური დანამატების მიღება, მაგ. მაგნეზიუმის გლიცინატი, ელ-თეანინი, გვირილას ნაყენი.

თუ ამ ყველაფერმა არ იქონია შედეგი, მიმართეთ ფსიქოლოგს, რომ შეისწავლოთ სტრესის მართვა, ემოციების რეგულაცია და მოიპოვოთ რესილიენტურობა. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ! თქვენი ჰაუსი“,- წერს მედიკოსი.