Digest Logo

„ფეხბურთი მაინც რა არის, არა? მხოლოდ გოლი არ არის...“- რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

1719665592
გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ვილი სანიოლი და კრიშტიანუ რონალდო არიან აღბეჭდილი 2006 წელს, საფრანგეთისა და პორტუგალიის მსოფლიო პირველობაზე.

„დაიჯესტი“ გოგა ჩანადირის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ფეხბურთი მაინც რა არის, არა?

ვილი სანიოლი 19-ნომრიანი მაისურით საფრანგეთის ნაკრების სახელით პორტუგალიას მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში ეთამაშა 2006 წელს, რომელთა რიგებში კრიშტიანუ რონალდუ 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდა (მაშინ შვიდიანი კაპიტანი ლუიშ ფიგუ იყო) და 1:0 დაამარცხა. 2024 წელს კი მას მწვრთვნელის რანგში დაუპირისპირდა და კვლავ მოიგო საქართველოს ნაკრების სახელით (2:0).

აბა, რას იფიქრებდა, ვილი, რომ 18 წლის შემდეგ მოედანზე ისევ შეხვდებოდა საუკეთესო ფეხბურთელს და თანაც, მწვრთვნელის რანგში?

გიორგი გველესიანი და მისი ირანული გუნდი "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ბოლო, 2023/24 წლების სეზონში რონალდუსა და მის საუდურ გუნდს "ალ ნასრის" შეხვდნენ (0:0). ჩვენებური მეორე თამაშში არ მონაწილეობდა და მისმა გუნდმა 0:2 წააგო.

გიორგის 2023 წლის ნოემბერში იმის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რონალდუს შემდეგშიც შეხვდებოდა ნაკრების ეგიდით და თანაც, ევროზე.

2013 წელს "დინამოს" აკადემიის გახსნაზე მიწვეულ რონალდუსთან პატარა ბიჭებმა სამახსოვრო ფოტო რომ გადაიღეს, ვერც კი იფიქრებდნენ, რომ წლების შემდეგ ცოცხალ ლეგენდასთან ფოტოებს უკვე თამაშის დროს გადაუღებდნენ და, თანაც, ევროპირველობაზე. კვარა, მამარდა, ჩაკვე, ქოჩორა და ბიჭები მაშინ მხოლოდ დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობდნენ.

მერვედფინალში საქართველო ესპანეთს შეხვდება. ეს ნაკრები ხომ პანდემიის შემდეგ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ფეხბურთელებიც ცალ-ცალკეც დაპირისპირებიან ერთმანეთს კლუბების სახელით - განსაკუთრებით მამარდაზე და კვარაზე ითქმის.

მაგალითად, კვარამ 2023/24-ის ჩემპიონთა ლიგის სეზონზე ითამაშა კარვახალის, ნაჩოს, ხოსელუს (რეალი), პედრის, ლოპესის, იამალის (ბარსელონა) წინააღმდეგ "ნაპოლის" მაისურით.

მამარდას კი ყველას წინააღმდეგ უთამაშია, ვინც ესპანეთის ნაკრებშია და ლა ლიგაში ასპარეზობს. ბევრს მოუგო კიდეც დუელი. მაშინ ქართველებისთვის ევროპირველობის მერვედფინალი ჰორიზონტზეც არ მოჩანდა.

ფეხბურთი მაინც რა არის, არა?

მხოლოდ გოლი არ არის...“,- წერს გოგა ჩანადირი.

        

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ასეთი ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება“ - ირინკა კავსაძე დაქორწინდა

⭕„ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ“ - გიორგი მამარდაშვილი

⭕„ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა ღირსებით და ბრძოლის ჟინით შეუძლია ქართველებს ბრძოლა“ - მამუკა მდინარაძე