„შუადღის“ გუნდმა სიუჟეტი მოამზადა, ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორიის შესახებ.
სადაც ჭადრაკის დედოფლად აღიარებულ ნონა გაფრინდაშვილი ბავშვობის წლებზე და ბევრ საინტერესო მომენტებზე საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვობაში სხვადასხვა სპორტით იყო გატაცებული.
„დავიბადე ზუგდიდში 4 უფროსი ძმა მყავდა ოჯახში, ყველა ჭადრაკს თამაშობდა ოჯახში.
ოჯახში მე ვიყავი პატარა და ერთადერთი გოგო, რომელიც ბევრი სპორტით იყო გატაცებული. ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ.
ჩემი ძმა მეხვეწებოდა, ჭადრაკის თამაშს გასწავლიო, თუმცა მე ვიცოდი უკვე ჭადრაკი. მე არ მინდოდა ჯდომა ბიჭებთან ერთად თამაში მერჩივნა“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.
როგორც იგი ჰყვება, მისი პირველი თამაში 1953 წელს ბათუმში შედგა.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - ამინდის განახლებული პროგნოზი