Digest Logo

ფენ-შუის 5 აკრძალვა სამზარეულოში

1789235040
საჭმლის მომზადება

ფსიქოლოგები და ეზოტერიკოსები, უძველეს ჩინურ სწავლებაზე დაყრდნობით გვირჩევენ, როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე.

1. არ არის რეკომენდებული ნიჟარის განთავსება ქურის გვერდით

ამან შესაძლოა, ორი ძლიერი სტიქიის - წყლისა და ცეცხლის - კონფლიქტი გამოიწვიოს. სასურველია, სამზარეულო დაგეგმოთ ისე, რომ ქურასა და ნიჟარას შორის მანძილი, მინიმუმ, 1.5 მეტრი იყოს.

2. არ არის რეკომენდებული, სამზარეულოს კარი ბინაში შემოსასვლელის პირდაპირ იყოს

ეცადეთ, რომ სამზარეულოს კარი ბინაში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს არ იყოს. თუკი ნახაზი ასეთია და ვეღარ გამოასწორებთ, „ჩაკეტეთ“ ეს სივრცე. დადგით სტელაჟი ან რამე სხვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში გარედან შემოსული უარყოფითი ენერგია სამზარეულოში, სიწყნარისა და კომფორტის კუთხეში შეაღწევს.

3. არ არის რეკომენდებული სამზარეულოს იატაკის ზონირება

ფსიქოლოგები სამზარეულოს იატაკის სხვადასხვა სიმაღლის ზონებად დაყოფას არ გვირჩევენ. სიმაღლეების განსხვავებამ შესაძლოა ის გამოიწვიოს, რომ თქვენ და ოჯახის წევრები ერთ ტალღაზე არ იქნებით და ურთიერთგაგებაც არ იარსებებს.

4. არ არის რეკომენდებული სამზარეულოს კედლებზე ბევრი ნივთის დაკიდება

ასევე, გვირჩევენ კედლებიდან თაროების, ყუთებისა და მძიმე საგნების ჩამოხსნას. ამ ნივთების ერთობლიობა სახლში ზედმეტ დაძაბულობას ქმნის.

5. არ არის რეკომენდებული პრიალა ზედაპირები

ასეთი ზედაპირები ყველაფრის ანარეკლს „ამსხვრევს“, მათ შორის - ადამიანების. ამან შეიძლება, ოჯახში ჩხუბი და გაუგებრობები გამოიწვიოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი უსასრულო ბედნიერება“ - რა კადრებს გვიზიარებს დუეტი „ლეონი“

🎥 „შესანიშნავი სამეული“ - სალომე ბაკურაძემ, თიკა ფაცაციამ და არჩილ სოლოღაშვილმა „პანკესას სიმღერა“ არაჩვეულებრივად შეასრულეს

⭕„დღეს დიდი დღეა, დიდი! ჯემალ ბაღაშვილი 85 წლის გახდა!“ - გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს

წყარო: funtime.ge