
კოცნამ შეიძლება ბევრ რამეს მიგვახვედროს, ბევრი რამ გვითხრას ურთიერთობის შესახებ. უცოდველი კოცნა ლოყაზე მიუთითებს, რომ ადამიანს ძალიან მოსწონხართ, ხელებზე კოცნა მეტყველებს, რომ ის დიდ პატივს გცემს, რომანტიკული და ვნებიანი კოცნა ტუჩებში კი, მის სურვილზე, ლტოლვაზე და დიდ გრძნობებზე მიუთითებს.
მოდით ვნახოთ თუ როგორ ხსნიან ფსიქოლოგები კოცნას:
შუბლზე კოცნა: ერთად, ძალიან საყვარლები ვართ.
შუბლზე კოცნა არის სიყვარულისა და აღფრთოვანების გამოხატულება, რომელიც მართალია ძალიან საყვარელი ჟესტია, მაგრამ არ არის სექსუალური. ამასთან, შუბლზე კოცნა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ - ის მიუთითებს ძლიერ ემოციურ კავშირზე, რომელიც ორ ადამიანს შორის არსებობს.
ლოყაზე კოცნა: ჩვენ მეგობრები ვართ!
ლოყაზე კოცნა მეგობრული ჟესტია, რომელიც არ გულისხმობს რაიმე სერიოზულ რომანტიკულ დამოკიდებულებას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მოსწონხართ, მაგრამ არა რომანტიკულად.
ყელში კოცნა: საოცრად მიმზიდველი ხარ.
და ძალიან მინდიხარ...
ტუჩებზე კოცნა: მიყვარხარ!
ამ კოცნას, განმარტება ნამდვილად არ სჭირდება.
მხარზე კოცნა: შენ სრულყოფილი ხარ.
მხარზე კოცნა ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორი, აღფრთოვანებული და მონუსხულია. მას უყვართ თქვენი სხეულის თითოეული დეტალი და არასოდეს, არასოდეს არ მიგატოვებთ!
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა
წყარო: trend.ge