Digest Logo

გაიცანით, 100%-იანი გრანტით ჩარიცხული პირველკურსელები - „წარმატებები ცხოვრების ახალ გზაზე“

1756203840
წარმატებული სტუდენტები

ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, სტუდენტი 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.

შეფასებათა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

„დაიჯესტი“ გაგაცნობთ 2015 წლის წარმატებულ პირველ კურსელებს:

ფოთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე დარჯანია, 100%-იანი გრანტით საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ფოთის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნიკოლოზ ხახნელიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა.

100%-იანი გრანტი აიღო და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაირიცხა ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა ლომაია.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო ბარბაქაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე 50 %-იანი გრანტით ჩაირიცხა.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებული კესო იჩქიტიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (ინგლისურენოვანი მედიცინა) 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა.