Digest Logo

გაიცანით, მზარეული, რომელმაც 400-კაციანი პერსონალით „ოსკარის მენიუს“ იმპერია შექმნა: „იგი დაჯილდოების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თავად წითელი ხალიჩა“

1773672876
ჰოლივუდის მზარეული

ალბათ წარმოგიდგენიათ, ჰოლივუდის ელიტის გამოკვება ადვილი საქმე არ არის. წლევანდელ წვეულებაზე დაახლოებით 1500 სტუმარი იყო და ყველაფრის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად, ჰოლივუდის მთავარმა შეფმზარეულმა ვოლფგანგ პაკმა სამზარეულოს 75 მთავარი შეფმზარეული, 45 კონდიტერის და 300-ზე მეტი კვების თანამშრომლისა და მენეჯერისგან შემდგარი გუნდი შეკრიბა.

ჰოლივუდში, ოსკარის 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე კინოინდუსტრიის ყველაზე გლამურულ ღამეს, როგორც კი საბოლოო კონვერტი გაიხსნება და სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დაჯილდოების ცერემონია დასასრულს მიუახლოვდება, ვარსკვლავებისთვის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი რიტუალი დაიწყება - წვეულება. თუმცა, დღეს ვისაუბრებთ არა ვარსკვლავებზე, არამედ მათ კვებაზე პასუხისმგებელ მზარეულზე -  ვოლფგანგ პაკიზე, რომელიც უკვე 32 წელია აკადემიის ყველაზე ექსკლუზიური წვეულების მენიუზეა პასუხისმგებელი.

პაკი, 1949 წელს ავსტრიაში დაიბადა. პროფესიული მომზადება 14 წლის ასაკში დაიწყო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული რესტორნების სამზარეულოებშიც შეაღწია.

კარიერის დასაწყისში მან შთამბეჭდავი კულინარიული გზა გაიარა - მონაკოში, Hôtel de Paris Monte-Carlo-ს მდიდრული სამზარეულოებიდან დაწყებული, პარიზში ლეგენდარული Maxim's-ითა და პროვანსში, Michelin-ის ვარსკვლავით დაჯილდოებული L'Oustau de Baumanière-ით დამთავრებული.

24 წლის ასაკში ვოლფგანგმა ევროპა დატოვა და შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მისი წარმატება Ma Maison-ში შედგა, გლამურულ რესტორანში, სადაც ჰოლივუდის მსახიობები, აგენტები და სტუდიის ხელმძღვანელები სადილისა და გვიანი ვახშმისთვის იკრიბებოდნენ.

სწორედ იქ დაიწყო პაკმა ჰოლივუდის ელიტასთან ურთიერთობების დამყარება და მათთვის უფრო მოდუნებული, გამომგონებელი სამზარეულოს სტილის გაცნობა - მაგალითად, პიცა შებოლილი ორაგულითა და ხიზილალით ან სონომას ცხვრის ხორცი ჩაშუშული მწვანილითა და როზმარინით.

ეს იყო მაღალი სამზარეულო, მაგრამ ხალისიანი ელფერით - რითაც მან ჰოლივუდის ელიტა მოხიბლა.

მალე მის სახელზე რესტორნის ფარგლებს გარეთაც კი ალაპარაკდნენ. 1981 წელს პაკმა გამოსცა თავისი პირველი კულინარიული წიგნი „ თანამედროვე ფრანგული სამზარეულო ამერიკული სამზარეულოსთვის“ , რომელიც დაფუძნებული იყო იმ რეცეპტებზე, რომლებმაც Ma Maison-ი ცნობილი გახადა.

ერთი წლის შემდეგ მან გახსნა Spago on the Sunset Strip, რესტორანი, რომელიც კალიფორნიული მაღალი სამზარეულოს ენერგიული სულისკვეთების განმსაზღვრელი გახდა. პაკმა მალევე გააფართოვა თავისი იმპერია და სანტა მონიკაში გახსნა Chinois on Main, სადაც ფრანგული ტექნიკა აზიურ არომატებს ერწყმოდა.

მისი რესტორნების იმპერიის ზრდასთან ერთად, მისი პოპულარობაც გაიზარდა.

პაკი ამერიკულ ტელევიზიაში ნაცნობ სახედ იქცა, 1986 წლიდან რეგულარულად ჩნდებოდა გადაცემა „დილა მშვიდობისა, ამერიკაში“, ხოლო 2000 წელს მან Food Network-ზე საკუთარი ემის მფლობელი შოუ, Wolfgang Puck's Cooking Class, წამოიწყო.

ჰოლივუდმა სწრაფად გააცნობიერა, რომ პარკს შეეძლო ისეთი რამის გაკეთება, რაც ცოტას: მსოფლიო დონის საჭმლის მომზადება დიდი მასშტაბით, ელეგანტურობის დაკარგვის გარეშე, ამიტომ 1995 წელს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ მას მდიდრული გუბერნატორების წვეულების მოწყობა სთხოვა.

ის, რაც ერთჯერადი მოწვევით დაიწყო, სწრაფად გადაიქცა ტრადიციად. დღეს პარკი ოსკარის დაჯილდოების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თავად წითელი ხალიჩა. სანამ მსახიობები წითელ ხალიჩებზე პოზიორობენ და ემზადებიან ჯილდოს მისაღებად პარკის სამზარეულოში უჩვეულო ფუსფუსია, სადაც ათასობით კერძს ამზადებენ დაჯილდოების შემდგომი წვეულებისთვის. 

რაც შეეხება ვარსკვლავურ მენიუს, მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრებს ოთახში მადის აღმძვრელი კერძებით უმასპინძლდებოდნენ, მათ შორის იყო: ცხარე თინუსის გირჩები სეზამის მისოთი, ლობსტერის კორნ-დოგები, კორეული სტეიკი,

მენიუში ასევე შედიოდა: „ოსკარი“ შებოლილი ორაგულით, მწვანე ბარდის ფალაფელი ჰუმუსითა, ტაროს ფესვის ტაკოები კრევეტებით, მანგოთი და ავოკადოთი.

დესერტად სტუმრებს შესთავაზეს: ჟოლოს პანაკოტა ლიმონის საბლეთით, ეკლერები მუსით, მოკას ტირამისუ, ფისტას და შოკოლადის მაკარონები, შტოშის ბეზე და შავი შოკოლადის ბრაუნი.