წყლის ჭავლთან მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით, რომელიც 8 მარტის ღამეს, რუსთაველზე სპეცრაზმის მიერ გაშვებულ წყლის ჭავლს საქართველოს დროშით ზურგზე ხან დამალობანას ეთამაშებოდა და ხან ეცეკვებოდა, 16 წლის სალომე კენჭიაშვილია, ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი. სალომე იმ ღამეს ბევრს, მათ შორის, პოლიციელებსაც ბიჭი ეგონათ და ორჯერ სცადეს მისი დაკავება.
„რადიო თავისუფლება“ გოგონას უფრო ახლოდან გვაცნობს.
„პირველ დღეს რომ დავინახე რა ხდებოდა, სახლში ვერ გავჩერდებოდი, მაგრამ ამ დღეს ვერ გამოვედი ჩემი დისშვილები მყავდა დატოვებული, მეორე დღეს კი ჩემ ძმას დავუტოვე. აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ რისკები იყო დაშავების.
თავიდან მინდოდა, რომ მაინც სპორტსმენი ვარ, მყარი დგომა მაქვს და ვიცოდი, რომ წყალს თუ შემომასხამდნენ, ვერ წამაქცევდნენ. თუმცა ჭავლი იმდენად ძლიერი იყო, რომ დალურჯებები ფეხზე მაქვს ახლაც.
შემდეგ დავიწყე წლის ჭავლის აცილება, და უკვე „მუღამში“ შევედი, ცოტა გავერთე. თავიდან ჩემი ოჯახის წევრებსაც უცხო ბიჭი ვეგონე და ბევრს ვგონივარ ბიჭი, რადგან ისეთი სტილი მაქვს. პოლიციელებს ვეუბნებოდი, რომ არასრულწლოვანი ვარ-თქო“ - ამბობს სალომე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩაშლილი მაქვს თვალი, უბრალოდ დევს, მხედველობის ვარიანტი აღარ არის“ - აქციის მონაწილე
🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა
🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?