Digest Logo

გამანადგურებელ სტიქიურ უბედურებები და სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა - „ყაზახი ვანგას“ სკანდალური წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის

1652859152
ყაზახი ვანგა

„პრაიმტაიმი“ ავრცელებს ვერა ლიონის, იგივე „ყაზახი ვანგას“ წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც 2022 წელს რუსეთი საბოლოოდ იტყვის უარს დოლარზე. დასავლეთის მხრიდან დროთა განმავლობაში მოხსნილი იქნება გარკვეული სანქციები. ასევე სავარაუდოა, რომ რუსეთში რელიგიურ ნიადაგზე გაჩნდეს განხეთქილებები. არაა გამორიცხული, რომ ეს დაკავშირებული იყოს პატრიარქის გარკვეულ ქმედებებთან.

ვერა ლიონმა იწინასწარმეტყველა, რომ 2022 წლისათვის რუსი ასტრონავტები დაეშვებიან მთვარეზე. იქ ისინი იპოვიან იმის მტკიცებულებებს, რომ იქ მანამდე არავის დაუდგამს ფეხი.

გაჩნდება აშშ-ის დაშლის წინაპირობები. ამასთან, იგი მაინც ძველებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას მსოფლიოს ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

მისი წარმოდგენით, უკრაინა ჰგავს გამხმარ ხეს, რომელიც თანდათან გამოისხამს ახალ ფოთლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძიმე ჟამს აუცილებლად ჩაანაცვლებს გამარჯვება და აღორძინება.

ვერა ლიონის წინასწარმეტყველებით, 2022 წელს დედამიწაზე გამოჩნდებიან განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მასონური ინსტიტუტი კი დაიშლება.

2022 წლის ყველაზე საზარელ პროგნოზად ითვლება ის, რომ მიძინებული იელოსტოუნის ვულკანი გაიღვიძებს, რაც ამერიკაში გამანადგურებელ სტიქიურ უბედურებებს გამოიწვევს. დედამიწაზე წყლისა და ხმელეთის თანაფარდობა შეიცვლება. მოხდება დიდი ტერიტორიების დატბორვა, რისი განმაპირობებელიც იქნება ძლიერი წვიმები, ქარიშხლები და ცუნამებიც კი. ამასთან, თავს იჩენს სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემაც.

2022 წლისათვის შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფოების საზღვრებიც. არაა გამორიცხული, რომ რუკიდან გაქრეს ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაც.

ვერა ლიონის წინასწარმეტყველებით, მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება. 

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

🔵რას უნდა ველოდოთ 2023 წელს და ვანგას რომელი წინასწარმეტყველება ახდა 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც ვანგას ეშინოდა

წყარო: primetime.ge