
ბოლო დღეებია საზოგადოების დიდი ნაწილი განიხილავს ბიზნესმენ გელა ბარკალაიას შვილის ნიშნობას, რომელიც წინაპრების სასაფლაოზე შედგა.
აღნიშნულის შეფასება „დაიჯესტმა“ საქართველოში ერთ-ერთ უძლიერეს ეზოტერიკოსს, გოგა მანიას სთხოვა, რომელიც აცხადებს, რომ ეს ქმედება არ შეიცავს ნეგატიურ ენერგეტიკულ ზეგავლენას და მითქმა-მოთქმა მის ირგვლივ აბსურდულია:
„აღნიშნული ტრადიცია, მეგრული წეს-ჩვეულებისთვის არ არის უცხო და ის, რომ სასაფლაოზე ყოფნა და ზეიმი, სუფრები აზიანებდეს ადამიანს, არის სრულიად აბსურდი. ამავდროულად, იქ მყოფი ადამიანები ილოცებოდნენ და შექმნეს ოჯახი. სასაფლაოს შესახებ არაერთხელ მითქვამს, რომ ის არის წმინდა ენერგეტიკული ადგილი. ყველა სასაფლასოთან არის ეკლესია, ესეც ნიშანდობლივია და ტყუილად არ არის ხოლმე“, – ამბობს გოგა მანია.
მისივე თქმით, გადამწყვეტია ქმედების ადგილი და განზრახვა:
„ის, რაც გელა ბარკალაიამ გააკეთა, იყო მისი არჩევანი და რაც მთავარია, ეს არ გაუკეთებია სხვის სასაფლაოზე. ეს ყოველივე რომ სხვის სასაფლაოზე გაეკეთებინა და არა მშობლის სასაფლაოზე, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, მისთვისაც და მისი ოჯახის წევრებისთვისაც. რომელი ნორმალური ადამიანი გააკეთებს მსგავსს, სხვის სასაფლაოზე? ამ ყველაფერზე მითქმა-მოთქმა არის სისულელე. განზრახვა არის უმნიშვნელოვანესი, რამაც სიკეთე შექმნა ყველაზე წმინდა ადგილას“, – დასძინა ეზოტერიკოსმა.
ცნობისთვის, გელამ შვილის, მათე ბარკალაიას ნიშნობა მისთვის განსაკუთრებულ ადგილას - მშობლიურ სოფელში, საკუთარი მშობლებისა და ბებიის საფლავზე აღნიშნა. ამბავი, რომელიც ბევრისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელეში სწრაფად გავრცელდა.
„დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე.
თუ ვინმეს ჩვენი წარმატება გაუხარდებოდა, არიან ეს ადამიანები (გარდაცვლილები იგულისხმება) და მე გადავწყვიტე, რომ ჩემი რძლისთვის აქ გადამეხადა ეს დღე, რომელსაც ბეჭდის გადაცემა ჰქვია“, - თქვა გელა ბარკალაიამ.
მან მომავალ რძალს, ასევე გადასცა საათი, რომელსაც ატარებდა გელა ბარკალაიას დედა და ბებია.
ნიშნობის ცერემონიალის დასასრულს, სალომე სალაყაიას, მომავალმა მამამთილმა კიდევ ერთი, განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა - ძვირად ღირებული, შავი ფერის „პორშე“, რომელიც სპეციალურად მისთვის, წითელ ხალიჩაზე, გიგანტურ თეთრ ყუთში იყო განთავსებული.
გელა ბარკალაიას სარძლო, სალომე სალაყაია, მოდელია. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდებთან და მათ ტანსაცმელს რეკლამას უწევს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: