Digest Logo

ისტორია სააღდგომო პასქის შესახებ - მადლის, სიცოცხლისა და აღდგომის სიმბოლო

1775981470
 პასქა

უძველესი ისტორია აქვს აღდგომის კიდევ ერთ მთავარ სიმბოლოს - პასქას. პასექის დღესასწაულზე ებრაელები ხმიადებს - უსაფუვრო პურებს აცხობდნენ. სწორედ ხმიადი იყო საიდუმლო სერობაზეც, როცა აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ტრაპეზის დროს გამოეცხადა მოსწავლეებს, მადლი შესწირა, პური გატეხა, ყველას სათითაოდ ჩამოურიგა და უთხრა: “მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა”.

თუმცა 1054 წელს, დიდი სქიზმას ანუ განხეთქილების და ქრისტიანული ეკლესიის ორად გაყოფის შემდეგ, დასავლეთის ეკლესიამ უსაფუვრო კვერების ცხობის წესი შეინარჩუნა, რადგან ებრაელებს საფუვრის გამოყენება ეკრძალებოდათ, აღმოსავლეთში კი, პირიქით გაფუებული პურის ცხობის ტრადიცია დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის სიტყვებს: "სასუფეველი საფუარს ჰგავს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს" დაეფუძნა. სწორედ საფუარი იქცა მადლის სიმბოლოდ, რადგან მადლით ვრცელდება ჭეშმარიტი რწმენა, მადლით მოიპოვებს ადამიანი სასუფეველს და ცხონდება. საფუვრიანი პური ცხვება აღდგომაზეც, რომელიც აუცილებლად ტკბილი უნდა იყოს, რადგან ტკბილი პური ანუ პასკა - იესო ქრისტეს სიტკბოების მიწიერი განსახიერებაა. მოგვიანებით, პასკამ გოლგოთას წმინდა მთის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, რომელსაც ძალიან ჰგავს თავისი ფორმით, ამასთანავე, პასკა აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობას გამოხატავს, რადგან უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული".

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რას ნიშნავს აღდგომის ღამით ნანახი სიზმარი - ეს უნდა იცოდეთ!

⭕12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

⭕ლოცვები, რომელიც აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება