
25 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში გალიდერდა.
ლიპარტელიანმა წარმატებას მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მოგების წყალობით მიაღწია.
ახლა, მის აქტივში 6 321 ქულაა და 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის სათავეში იმყოფება.
ეს პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის კლასიფიკაციაში ლიდერის რანგში მოგვევლინა.
1. ეთერ ლიპარტელიანი
2. დეგუჩი კრისტა
3. სარა ლეონი